Latvija
ლატვიაContext of ლატვია
ლატვია (ლატვ. Latvija, ლივ. Leţmō), ოფიციალურად: ლატვიის რესპუბლიკა (ლატვ. Latvijas Republika, ლივ. Leţmō Vabāmō) — ქვეყანა, ჩრდილოეთ ევროპაში, ბალტიის რეგიონში. 1918 წელს დამოუკიდებლობის მოპოვებიდან მოიხსენიება, როგორც ბალტიის ერთ-ერთი ქვეყანა. მას ჩრდილოეთით ესაზღვრება ესტონეთი (343 კმ.), სამხრეთით ლიეტუვა (588 კმ.), აღმოსავლეთით რუსეთი (276 კმ.), სამხრეთ-აღმოსავლეთით ბელარუსი (141 კმ.), ხოლო დასავლეთით საზღვაო საზღვარი აქვს შვედეთთან. მოსახლეობა - 1,957,200, ხოლო ტერიტორია - 64,589 კმ2. დედაქალაქი და უდიდესი ქალაქი არის რიგა; სხვა ძირითადი ქალაებია დაუგავპილსი, ლიეპაია, ელგავა და იურმალა. ხასიათდება ზომიერი სეზონური კლიმატით. ბალტიის ზღვა ქვეყნის კლიმატს შედარებით ზომიერს ხდის, მიუხედავად ამისა ქვეყანას აქვს ოთხი სეზონი თოვლიანი ზამთრით. ტერიტორიით ის ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად დასახლებული ქვეყანაა ევროპის კავშირში. ოფიციალური ენა არის ლატვიური, ხოლო ვალუტა — ევრო.
ა...დაწვრილებით

არის განვითარებული ქვეყანა მაღალშემოსავლიანი ეკონომიკით, ხოლო ადამიანის განვითარების ინდექსით იკავებს 39-ე ადგილს. არის ევროპის კავშირის, ევროზონის, ნატოს, ევროპის საბჭოს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, ბალტიის ზღვის ქვეყნების საბჭოს, საერთაშორისო სავალუტო ფონდის, ჩრდილოეთ-ბალტიის ზღვის, ჩრდილოეთის ინვესტიციური ბანკის, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის, ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასა და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრი. აგრეთვე, არის ევროზონის სრულუფლებიანი წევრი; ევროს, როგორც ვალუტის, გამოყენება, ლატვიური ლატის მაგივრად, დაიწყო 2014 წლის 1 იანვარს.