Толбачик
( ტოლბაჩიკი )ტოლბაჩიკი (რუს. Толбачик) — ვულკანური მასივი კამჩატკის ნახევარკუნძულზე. სიმაღლე 3682 მ. მის შემადგენლობაში შედის ბასრი ტოლბაჩიკი (ყველაზე მაღალი კონუსი), ბრტყელი ტოლბაჩიკი (მოქმედი, სიმაღლე 3140 მ), დახრილი გუმბათი. სულ 120-ზე მეტი გვერდითი კონუსია. აგებულია ბაზალტებითა და ანდეზიტებით. მწვერვალზე კრატერია (დიამეტრი 2 კმ). მიეკუთვნება ჰავაის ტიპის ვულკანს. ტოლბაჩიკი აქტიური ვულკანია, ცნობილია მისი ამოფრქვევები 1740, 1769, 1788-1790, 1793, 1904, 1931, 1939-1941, 1954, 1975-1976 წწ. უკანასკნელი ამოფრქვევა დაფიქსირდა 2012 წელს.
Photographies by:
kuhnmi - CC BY 2.0
Statistics: Position
2592
Statistics: Rank
47987
კომენტარის დამატება