วัดพระเชตุพนวิมลมังคลารามราชวรมหาวิหาร

( ვატ პჰო )

ვატ პჰო (ტაი: วัดโพธิ์; ასევე გამოითქმის, როგორც ვატ პო ) — ბუდისტური სატაძრო კომპლექსი ტაილანდში, ბანგკოკში, პჰრა ნახონის რაიონში. კომპლექსი მდებრეობს რატანაკოსინის კუნძულზე, პირდაპირ დიდი სასახლის სამხრეთით. იგი ასევე წამოწოლილი ბუდას ტაძრის სახელწოდებითაა ცნობილი. კომპლექსის ოფიციალური სახელწოდებაა ვატ პჰრა ჩეტუპჰონ ვიმონ მანგხალარამ რაჯვარამაჰავიჰანი (ტაი: วัดโพธิ์; วัดพระเชตุพนวิมลมังคลารามราชวรมหาวิหาร). ვატ პჰო კომპლექსის ძველი სახელწოდების, ვატ პჰოტარამის (ტაი: วัดโพธาราม;) შემოკლებული ვარიანტია.

ვატ პჰო ტაილანდის პირველი კლასის სამეფო ტაძართა ექვსეულში პირველია. მეფე რამა I-მა სატაძრო კომპლექსი ძველი ტაძრის ადგილას ხელახლა ააშენა და მისი მთვარი ტაძარი გახდა. შემდეგში ტაძარი უფრო გაფართოვდა და განახლდა მეფე რამა III-ის დროს. კომპლექსში შენახულია ტაილანდში ბუდას გამოსახულებათა ყველაზე დიდი კოლექცია, მათ შორის 46 მეტრის სიგრძის წამოწოლილი ბუდას გამოსახულება. ტაძარი ტაილანდში საჯარო განათლების უძველეს ცენტრად მიიჩნევა. ტაძრის მარმარილოს ილუსტრაციები დ...დაწვრილებით

ვატ პჰო (ტაი: วัดโพธิ์; ასევე გამოითქმის, როგორც ვატ პო ) — ბუდისტური სატაძრო კომპლექსი ტაილანდში, ბანგკოკში, პჰრა ნახონის რაიონში. კომპლექსი მდებრეობს რატანაკოსინის კუნძულზე, პირდაპირ დიდი სასახლის სამხრეთით. იგი ასევე წამოწოლილი ბუდას ტაძრის სახელწოდებითაა ცნობილი. კომპლექსის ოფიციალური სახელწოდებაა ვატ პჰრა ჩეტუპჰონ ვიმონ მანგხალარამ რაჯვარამაჰავიჰანი (ტაი: วัดโพธิ์; วัดพระเชตุพนวิมลมังคลารามราชวรมหาวิหาร). ვატ პჰო კომპლექსის ძველი სახელწოდების, ვატ პჰოტარამის (ტაი: วัดโพธาราม;) შემოკლებული ვარიანტია.

ვატ პჰო ტაილანდის პირველი კლასის სამეფო ტაძართა ექვსეულში პირველია. მეფე რამა I-მა სატაძრო კომპლექსი ძველი ტაძრის ადგილას ხელახლა ააშენა და მისი მთვარი ტაძარი გახდა. შემდეგში ტაძარი უფრო გაფართოვდა და განახლდა მეფე რამა III-ის დროს. კომპლექსში შენახულია ტაილანდში ბუდას გამოსახულებათა ყველაზე დიდი კოლექცია, მათ შორის 46 მეტრის სიგრძის წამოწოლილი ბუდას გამოსახულება. ტაძარი ტაილანდში საჯარო განათლების უძველეს ცენტრად მიიჩნევა. ტაძრის მარმარილოს ილუსტრაციები და წარწერები იუნესკომ მსოფლიო მეხსიერების სიაში შეიტანა. კომპლექსი ტაილანდური მედიცინის კერაა და ტაილანდური მასაჟის დაბადების ადგილად ითვლება, რომელსაც აქ დღემდე ასწავლიან.

ისტორია
 
პჰრა მაჰა ჩედი სი რათჩაკანი

ვატ პჰო ბანგკოკის ერთ-ერთი უძველესი ტაძარია. ტაძარი ჯერ კიდევ რამა I-ის მიერ ბანგკოკის დაარსებამდე არსებობდა. თავდაპირველად მას ვატ პჰოტარამი ან პოდჰარამი ეწოდებოდა.[1][2] ძველი ტაძრის დაარსების თარიღი და დამაარსებლის ვინაობა უცნობია. სავარაუდოდ, იგი მეფე პეტრაქას (1688-1703) მმართველობისას აიგო, ან გაფართოვდა.[3][4] ვატ პჰოს სამხრეთი ნაწილი საფრანგეთის ოკუპაციის დროს ბასტიონად იყო გადაკეთებული, რომელიც მეფე პეტრაქამ 1688 წელს, ბანგკოკის ალყის შემდეგ გაანადგურა.[5]

შეცდომა ციტირებაში არასწორი ტეგი <ref>; სქოლიოსათვის walking tour არ არის მითითებული ტექსტი; $2 (2012) The Rough Guide to Thailand. Rough Guide. ISBN 978-1405390101. Matics 1979, pp. 1–2.Thailand celebrates Wat Pho as UNESCO Memory of the World. UNESCO (5 January 2012). დაარქივებულია ორიგინალიდან — 23 ივლისი 2015. ციტირების თარიღი: 5 დეკემბერი 2019.Jean Vollant des Verquains History of the revolution in Siam in the year 1688, in Smithies 2002, p.95-96
Photographies by:
Phillip Maiwald (Nikopol) - CC BY-SA 3.0
Adam Jones - CC BY-SA 2.0
Statistics: Position
1943
Statistics: Rank
63922

კომენტარის დამატება

Esta pregunta es para comprobar si usted es un visitante humano y prevenir envíos de spam automatizado.

Security
849271635Click/tap this sequence: 9594

Google street view

Where can you sleep near ვატ პჰო ?

Booking.com
491.357 visits in total, 9.210 Points of interest, 405 Destinations, 27 visits today.