Vikingetid ( ვიკინგების ეპოქა )

ვიკინგების ეპოქა ეწოდება სკანდინავიური საზოგადოების მიერ ევროპის ჩრდილოეთ ნაწილისა და ჩრდილოეთ ამერიკის ტერიტორიების გამოკვლევის პერიოდს. ვიკინგების ეპოქა ახალი წელთაღრიცხვით მერვე საუკუნის შუა რიცხვებიდან დაიწყო და მეთერთმეტე საუკუნის შუა ხანებამდე გაგრძელდა, ეს ეპოქა წინ უსწრებდა გერმანულ რკინის საუკუნეს, რომელიც ა.წ 400-800 წლამდე გრძელდებოდა.

სკანდინავიური ქვეყნების ტერიტორიების მაშინდელ მოსახლეობას, ნორმანებს, ანუ ვიკინგებს, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ძალიან ძლიერი გავლენა ჰქონდათ დიდ ტერიტორიებზე, ამის გამომწვევი მიზეზები იყო მათი  გრძელვადიანი საზღვაოსნო ექსპედიციები, დაპყრობები და მეკობრეობა გარემომცველ ტერიტორიებზე. მიგრაციების მეშვეობით სკანდინავიელებისთვის შესაძლებელი გახდა მიეღწიათ და დასახლებულიყვნენ ისეთ ტერიტორიებზე, რომლებიც დღეს ისეთი ქვეყნების შემადგენლობაშია, როგორებიც არიან დანია, შვედეთი, ნორვეგია, დიდი ბრიტანეთი, რუსეთი, უკრაინა და სხვა.

ვიკინგების ეპოქა ევროპული შუა საუკუნეების სამი პერიოდიდან ერთ-ერთია. შუა საუკუნეები სამ ნაწილად იყოფა, პირველი ნაწილი გერმანული რკინის საუკუნეა, რომლის განმავლობაშიც ევროპის ჩრდილოეთ ნაწილში საზოგადოება ჩამოყალიბდა და განვითარდა, ევროპული შუა საუკუნეების მეორე პერიოდში მოქცეულია ვიკინგების ეპოქა, რომლის პერიოდშიც სკანდინავიის მოსახლეობის გავლენა ძალიან გაფართოვდა და ბევრი ქვეყნის ისტორიაზე იქონია გავლენა. ვიკინგების ეპოქას მოსდევს გვიანი შუა საუკუნეები, ეპოქა, რომლის პერიოდშიც ევროპაში მეცნიერებისა და ხელოვნების სხვადასხვა დარგი აღორძინდა.