Context of ბოტსვანა

ბოტსვანა (ინგლ. Botswana), ოფიციალურად ბოტსვანის რესპუბლიკა (ტსვანა Lefatshe la Botswana) — ზღვაზე გასასვლელის არმქონე სახელმწიფო სამხრეთ აფრიკაში. მოსახლეობა საკუთარ თავს ბატსვანას (მრავლობითში: მოტსვანა) უწოდებს. 1966 წლის 30 სექტემბერს დიდი ბრიტანეთის პროტექტორატმა ბეჩუანალენდმა გამოაცხადა დამოუკიდებლობა ერთა თანამეგობრობის ფარგლებში და მიიღო თანამედროვე დასახელება. მას შემდეგ სტაბილურად ინარჩუნებს წარმომადგენლობით დემოკრატიას. მას ასევე აფრიკაში ყველაზე დაბალი კორუფციის მაჩვენებლი აქვს.

ქვეყანას ჩრდილოეთიდან და დასავლეთიდან — ნამიბია, სამხრეთიდან — სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, ხოლო აღმოსავლეთიდან — ზამბია და ზიმბაბვე ესაზღვრება. ქვეყნის ტერიტორიის 70 % უკავია კალაჰარის უდაბნოს.

ბოტსვანა არის საშუალო ზომის ქვეყანა და მისი მოსახლება შეადგენს მხოლოდ 2 მილიონ ადამიანს, რა მაჩვენებლითაც ის მსოფლიოს ერთ-ერთი ნაკლებად დასახლებული ქვეყანაა. მოსახლეობის დაახლოებით 10% ცხოვრობს ქვეყნის დედაქალაქში და უდიდეს ქალაქ გაბორონეში. ეკონ...დაწვრილებით

ბოტსვანა (ინგლ. Botswana), ოფიციალურად ბოტსვანის რესპუბლიკა (ტსვანა Lefatshe la Botswana) — ზღვაზე გასასვლელის არმქონე სახელმწიფო სამხრეთ აფრიკაში. მოსახლეობა საკუთარ თავს ბატსვანას (მრავლობითში: მოტსვანა) უწოდებს. 1966 წლის 30 სექტემბერს დიდი ბრიტანეთის პროტექტორატმა ბეჩუანალენდმა გამოაცხადა დამოუკიდებლობა ერთა თანამეგობრობის ფარგლებში და მიიღო თანამედროვე დასახელება. მას შემდეგ სტაბილურად ინარჩუნებს წარმომადგენლობით დემოკრატიას. მას ასევე აფრიკაში ყველაზე დაბალი კორუფციის მაჩვენებლი აქვს.

ქვეყანას ჩრდილოეთიდან და დასავლეთიდან — ნამიბია, სამხრეთიდან — სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, ხოლო აღმოსავლეთიდან — ზამბია და ზიმბაბვე ესაზღვრება. ქვეყნის ტერიტორიის 70 % უკავია კალაჰარის უდაბნოს.

ბოტსვანა არის საშუალო ზომის ქვეყანა და მისი მოსახლება შეადგენს მხოლოდ 2 მილიონ ადამიანს, რა მაჩვენებლითაც ის მსოფლიოს ერთ-ერთი ნაკლებად დასახლებული ქვეყანაა. მოსახლეობის დაახლოებით 10% ცხოვრობს ქვეყნის დედაქალაქში და უდიდეს ქალაქ გაბორონეში. ეკონომიკის წამყვანი სექტორებია: სამთო საქმე, ტურიზმი, მესაქონლეობა. 1960-იანებში ბოტსვანა იყო მსოფლიოს ერთ-ერთი უღარიბესი ქვეყანა ერთ სულ მოსახლეზე მხოლოდ 70$ მშპ.-თი, დღეისთვის ის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკის მქონეა. 2017 წლის მონაცემებით მისი მშპ ერთ მოსახლეზე შეადგენდა 17,918$-ს რაც აფრიკის მასშტაბით ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელია, ხოლო ადამიანის განვითარების ინდექსი საუკეთესო აქვს სუბსაჰარული აფრიკაში. ის არის აფრიკის კავშირის, სამხრეთი აფრიკის განვითარების საზოგადოების, ერთა თანამეგობრობის და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წევრი.

ქვეყანამ გადაიტანა შიდსის მძიმე ეპიდემია. 2005-2013 წლებიდან ამ დაავადებით გამოწვეული სიკვდილიანობა (57 %-ით) და ახალშობილთა დაავადება მნიშვნელოვნად შემცირდა. მიუხედავად ყველა ძალისხმევისა ამ პერიოდზე დაავადებულთა რაოდენობა 290 000-დან 320 000-მდე გაიზარდა. 2014 წლის მიხედვით ბოტსვანა შიდსის გავრცელების მასშტაბით მესამე ქვეყანაა.

Where can you sleep near ბოტსვანა ?

Booking.com
538.405 visits in total, 9.233 Points of interest, 405 Destinations, 172 visits today.