მალავი

Context of მალავი

მალავი (ინგლ. Republic of Malawi; მალავის რესპუბლიკა) — ზღვაზე გასასვლელის არმქონე სახელმწიფო აღმოსავლეთ აფრიკაში. შედის ერთა თანამეგობრობაში. საერთო ფართობი — 118 494 კმ² (ხმელეთის ფართობია — 94 080 კმ²). 2008 წლის აღწერით მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 13 077 160 ადამიანს. დედაქალაქი — ლილონგვე. ოფიციალური ენები — ჩინიანჯა (მალავის ენა) და ინგლისური. ეროვნული დღესასწაული 6 ივლისი — დამოუკიდებლობის დღე (1964). ფულის ერთეული მალავიური კვაჩა.

საზღვრების საერთო სიგრძეა 2881 კმ. სახელმწიფო მალავის სამხრეთით და სამხრეთ-აღმოსავლეთით ესაზღვრება მოზამბიკის რესპუბლიკა (1569 კმ), დასავლეთით ზამბია (837 კმ), ჩრდილოეთით ტანზანია (475 კმ).

მალავი რესპუბლიკაა. საკანონმდებლო ხელისუფლებას ახორციელებს პრეზიდენტი და ერთპალატიანი პარლამენტი. სახელმწიფოს მეთაურია პრეზიდენტი.

ადმინისტრაციულად მალავი იყოფა 3 პროვინციად.

Where can you sleep near მალავი ?

Booking.com
490.643 visits in total, 9.208 Points of interest, 405 Destinations, 19 visits today.