Context of ბრუნეი

ბრუნეი (მალაიზ. Brunei Darussalam) — სახელმწიფო (სასულთნო) სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, კუნძულ კალიმანტანის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში. ესაზღვრება სამხრეთ ჩინეთის ზღვასა და მალაიზიას. ფართობი — 5,8 ათ. კმ². მოსახლეობის რაოდენობა — 431 142 ათ. (2019) დედაქალაქი: ბანდარ-სერი-ბეგავანი.

ეტიმოლოგია

ბრუნეი დააარსა ავანგ ალაკ ბეთატარმ ა, რომელმაც 1363 წელს მიიღო ისლამი და მუჰამედ შაჰის სახელით გახდა ბრუნეის პირველი სულთანი. ლეგენდის თანახმად, ავანგ ალაკ ბეთატარმა, მოგზაურობის დროს, აღმოაჩინა ადრე უცნობი მდინარის სათავე და შესძახა: „ბარუ ნაჰ!“ (ჩვეულებრივ ითარგმნება როგორც „აქ!“), საიდანაც წარმოიშვა მდინარის სახელი, ხოლო მოგვიანებით - სასულთნო. შემდგომში სახელწოდება გადაკეთდა როგორც „“არუნაი“, შესაძლოა სანსკრიტული სიტყვის „varun“ (वरुण) გავლენის ქვეშ, რაც ნიშნავს „ოკეანეს“ ან მითოლოგიურ „ოკეანის ბატონს“.

ქვეყნის სრული სახელით - „ნეგარა ბრუნეი დარუ-ს-სალამი“ (არაბულად: دار السلام) - „დარუ-ს-სალამი“ ნიშნავს „მშვიდობის სახლი“, ხოლო „ნეგარა“ მალაურ ენაზე ნიშნავს „ქ...დაწვრილებით

ბრუნეი (მალაიზ. Brunei Darussalam) — სახელმწიფო (სასულთნო) სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, კუნძულ კალიმანტანის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში. ესაზღვრება სამხრეთ ჩინეთის ზღვასა და მალაიზიას. ფართობი — 5,8 ათ. კმ². მოსახლეობის რაოდენობა — 431 142 ათ. (2019) დედაქალაქი: ბანდარ-სერი-ბეგავანი.

ეტიმოლოგია

ბრუნეი დააარსა ავანგ ალაკ ბეთატარმ ა, რომელმაც 1363 წელს მიიღო ისლამი და მუჰამედ შაჰის სახელით გახდა ბრუნეის პირველი სულთანი. ლეგენდის თანახმად, ავანგ ალაკ ბეთატარმა, მოგზაურობის დროს, აღმოაჩინა ადრე უცნობი მდინარის სათავე და შესძახა: „ბარუ ნაჰ!“ (ჩვეულებრივ ითარგმნება როგორც „აქ!“), საიდანაც წარმოიშვა მდინარის სახელი, ხოლო მოგვიანებით - სასულთნო. შემდგომში სახელწოდება გადაკეთდა როგორც „“არუნაი“, შესაძლოა სანსკრიტული სიტყვის „varun“ (वरुण) გავლენის ქვეშ, რაც ნიშნავს „ოკეანეს“ ან მითოლოგიურ „ოკეანის ბატონს“.

ქვეყნის სრული სახელით - „ნეგარა ბრუნეი დარუ-ს-სალამი“ (არაბულად: دار السلام) - „დარუ-ს-სალამი“ ნიშნავს „მშვიდობის სახლი“, ხოლო „ნეგარა“ მალაურ ენაზე ნიშნავს „ქვეყანას“.

დასავლეთისათვის, ბრუნეის სსასულთნო ცნობილი გახდა XVI საუკუნეში, როდესაც  1550 წლის ჩანაწერებში იტალიელმა მოგზაურმა ლუდოვიკო ვარტემამ პირველად მოიხსენია ქვეყანა კუნძულ ბორნეოზე მოგზაურობის დროს.

Where can you sleep near ბრუნეი ?

Booking.com
490.685 visits in total, 9.208 Points of interest, 405 Destinations, 61 visits today.