Context of სინგაპური

სინგაპური ოფიციალურად სინგაპურის რესპუბლიკა — გლობალური ქალაქი, სუვერენული სახელმწიფო სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიაში და მსოფლიოს ერთადერთი კუნძულოვანი ქალაქ-სახელმწიფო. მდებარეობს ეკვატორიდან ერთი გრადუსით ჩრდილოეთით, კონტინენტური აზიის და მალაკის ნახევარკუნძულის უკიდურეს სამხრეთში. სინგაპურის ტერიტორია შედგება ერთი მთავარი და 62 მცირე კუნძულისგან. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ აქტიური მიწის მელიორაციის წყალობით მოახერხეს საკუთარი ტერიტორიის 23 %-ით (130 კვადრატული კილომეტრით) გაზრდა. სინგაპური მწვანე კონცეფციის წყალობით ამ მჭიდროდ დასახლებულ ქვეყანაში შენარჩუნებულია ტროპიკული ფლორის ბევრი პარკი და ბაღი.

1819 წელს სტემფორდ რაფლზმა დააარსა კოლონილური სინგაპური, როგორც ბრიტანეთის ოსტინდოეთის კომპანიის სავაჭრო პორტი. ბრიტანეთის ინდოეთის დაარსების შემდეგ, კუნძულები გადაეცა გაერთიანებული სამეფოს და 1826 წელს გახდა სტრეიტს სეტლმენტსის ნაწილი. მეორე მსოფლიო ომის დროს იაპონიამ მოახდინა სინგაპურის ოკუპაცია. მალაიზიასთან ფედერაციის შესაქმნელად სინგაპურმა ბრიტანეთისგან დამო...დაწვრილებით

სინგაპური ოფიციალურად სინგაპურის რესპუბლიკა — გლობალური ქალაქი, სუვერენული სახელმწიფო სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიაში და მსოფლიოს ერთადერთი კუნძულოვანი ქალაქ-სახელმწიფო. მდებარეობს ეკვატორიდან ერთი გრადუსით ჩრდილოეთით, კონტინენტური აზიის და მალაკის ნახევარკუნძულის უკიდურეს სამხრეთში. სინგაპურის ტერიტორია შედგება ერთი მთავარი და 62 მცირე კუნძულისგან. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ აქტიური მიწის მელიორაციის წყალობით მოახერხეს საკუთარი ტერიტორიის 23 %-ით (130 კვადრატული კილომეტრით) გაზრდა. სინგაპური მწვანე კონცეფციის წყალობით ამ მჭიდროდ დასახლებულ ქვეყანაში შენარჩუნებულია ტროპიკული ფლორის ბევრი პარკი და ბაღი.

1819 წელს სტემფორდ რაფლზმა დააარსა კოლონილური სინგაპური, როგორც ბრიტანეთის ოსტინდოეთის კომპანიის სავაჭრო პორტი. ბრიტანეთის ინდოეთის დაარსების შემდეგ, კუნძულები გადაეცა გაერთიანებული სამეფოს და 1826 წელს გახდა სტრეიტს სეტლმენტსის ნაწილი. მეორე მსოფლიო ომის დროს იაპონიამ მოახდინა სინგაპურის ოკუპაცია. მალაიზიასთან ფედერაციის შესაქმნელად სინგაპურმა ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობა 1963 წელს მიიღო, თუმცა კავშირი ორ წელიწადში იდეოლოგიური განსხვავებების გამო შეწყდა. ქვეყანას თავიდან რამდენიმე წელი ბუნებრივი რესურსებისა და ტერიტორიის უკმარისობის გამო ჰქონდა პრობლემები, თუმცა შემდეგ საერთაშორისო ვაჭრობისა და ადამიანური რესურსების წყალობით, როგორც აზიური ვეფხვის ეკონომიკური მოდელი სწრაფად განვითარდა.

სინგაპური წარმოადგენს გლობალურ სავაჭრო, ფინანსურ და სატრანსპორტო კვანძს.: 2016 წლის მსოფლიო ბანკის მონაცემებით სინგაპური წარმოადგენს ბიზნესის კეთებისთვის ყველაზე ადვილ ქვეყანას, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მიხედვით სინგაპურელები ტექნოლოგიური მზაობის ინდექსის მოწინავე ერია, საერთაშორისო ასოციაციების კავშირის თანახმად სინგაპური შეხვედრებისთვის საუკეთესო ქალაქია, ის გლობალური კონკურენციის ინდექსის მეორე ქვეყანაა, მსოფლიოში უცხოური ვალუტით ვაჭრობის სიდიდით მესამე ცენტრია, ასევე მესამე უდიდესი ფინანსური ცენტრია და ნავთობის გადამუშავების მოცულობითაც მსოფლიოში მესამეა, 1990-იანი წლებიდან კონტეინერული გადაზიდვების პორტების უდიდეს ორეულში შედის. სინგაპურის მსოფლიოში ცნობილ ბრენდებს წარმოადგენენ: „Singapore Airlines“ და „ჩანგის აეროპორტი“.

სინგაპური აწარმოებს წარმატებულ სოციალურ პოლიტიკას. ადამიანის განვითარების ინდექსის მიხედვით ის აზიაში პირველია, ხოლო მსოფლიოს მასშტაბით მეთერთმეტე. მოსახლეობის 90 % ფლობს საკუთარ სახლს. მაღალია ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლის ინდექსიც. სინგაპურში სახლობს 5,5 მილიონი ადამიანი, საიდანაც 38% არის მუდმივი მაცხოვრებელი, ხოლო დანარჩენი უცხოელები. სინგაპურის მოსახლეობა ძირითადად მრავალენოვანია, საუბრობენ მშობლიურ ენასა და ინგლისურზე, როგორც მათ საერთო ენაზე. სინგაპურის კულტურული მრავალფეროვნება წარმოჩინდება მის სამზარეულოსა და ღონისძიებებზე.

სინგაპურის ეფექტიანი სამოქალაქო სამსახურები და მთავრობაში დაბალი კორუფციის დონე მსოფლიოში ცნობილია, როგორც „სინგაპურული მოდელი“. გელაპის ინსტიტუტის კვლევამ აჩვენა, რომ მთავრობა მოსახლეობის 84 %-იანი ნდობით, ხოლო სასამართლო სისტემა 85 %-იანი ნდობით სარგებლობს. მიუხედავად მცირე ზომისა სინგაპურს საერთაშორისო პოლიტიკაზე საკმაოდ დიდი გავლენა აქვს, რის გამოც მას ზოგიერთი ანალიტიკოსი საშუალო ძალის ქვეყნებში ათავსებს. Forbes-ის მიხედვით ის არის აზიაში პირველი და მსოფლიოს მასშტაბით მეთხე ყველაზე გავლენიანი სახელმწიფო.

სინგაპური წარმოადგენს უნიტარულ მრავალპარტიულ საპარლამენტო რესპუბლიკას. სინგაპურის პარლამენტი წარმოადგენს ერთპალატიან ვესტმინსტერის სისტემას, თუმცა „Freedom House“ მას ახასიათებს, როგორც „ნაწილობრივად თავისუფალს“. სახალხო მოქმედების პარტია 1959 წლიდან იგებს არჩევნებს. ის არის სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის ხუთი დამფუძნებლიდან ერთ-ერთი, აზია-წყნარი ოკეანის ქვეყნების ეკონომიკური კავშირის სამდივნოს მასპინძელი. ასევე: აღმოსავლეთი აზიის სამიტის, მიუმხრობლობის მოძრაობისა და ერთა თანამეგობრობის წევრი.

More about სინგაპური

Basic information
  • Calling code +65
  • Internet domain .sg
  • Mains voltage 230V/50Hz
  • Democracy index 6.03
Population, Area & Driving side
  • Population 1022100
  • Area 719
  • Driving side left

Where can you sleep near სინგაპური ?

Booking.com
490.729 visits in total, 9.208 Points of interest, 405 Destinations, 16 visits today.