Context of დელი

დელი (ჰინდი: दिल्ली, ურდუ: دہلی or دلّی‎, პენჯაბური: ਦਿੱਲੀ) — საქალაქო აგლომერაცია ჩრდილოეთ ინდოეთში. ქვეყნის დედაქალაქი. ამ სახელით ასევე აღინიშნება ეროვნული დედაქალაქის ტერიტორია, რომელიც სპეციალური გაერთიანებული ტერიტორიაა ცენტრალური მთავრობის ადმინისტრაციის ქვეშ, რომელშიც სამი მუნუციპალიტეტი შედის. დელის მეტროპოლია და დელის ეროვნული დედაქალაქის ტეროტორია ერთ ბირთვს წარმოადგენს და პრაქტიკულად ერთ ერთეულად ითვლება. ნიუ-დელი — ქალაქური დასახლება, დელის მეტროპოლიის ნაწილია და ინდოეთის მთავრობის ადგილსამყოფელს წარმოადგენს.

დელი სიდიდით მეორე აგლომერაციაა ინდოეთში და მსოფლიოში მერვე მოსახლეობის რაოდენობით, რომელიც რაოდენობაც 2011 წლის აღწერის მიხედვით 11,007,835-ს შეადგენს. ჩრდილოეთ ინდოეთში მდინარე იამუნას ნაპირებზე მდებარე ქალაქის არქეოლოგიური გათხრები მოწმობს, რომ დელი მუდმივად დასახლებული ადგილი ყოფილა სულ მცირე ძვ. წ. VI საუკუნიდან. 1639 წელს მოგოლების იმპერატორმა შაჰ-ჯაჰანმა აქ ააგო ახალი ციხე-გალავანი და იმპერიის დედაქალაქად გამოაცხადა (1649-1857).

ახალი დე...დაწვრილებით

ახალი დედაქალაქი ნიუ-დელი 1920-იან წლებში ააგეს. 1947 წელს, როდესაც ინდოეთმა ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა, ნიუ-დელი მისი დედაქალაქი გახდა. მთელი ქვეყნიდან მოსახლეობის მიგრაციის გამო დელი კოსმოპოლიტი ქალაქი გახდა. სწრაფმა განვითარებამ და ურბანიზაციამ, მისი მოსახლეობის შედარებით მაღალი შემოსავლის დონით, ქალაქი მნიშვნელოვნად გარდაქმნა. ამჟამად დელი ინდოეთის მნიშვნელოვანი კულტურული, პოლიტიკური და კომერციული ცენტრია.

Where can you sleep near დელი ?

Booking.com
490.919 visits in total, 9.210 Points of interest, 405 Destinations, 1 visits today.