Context of გაიანა

გაიანა (ინგლ. Guyana), ოფიციალურად გაიანის კოოპერატიული რესპუბლიკა, ადრე ბრიტანული გაიანა — სუვერენული სახელმწიფო სამხრეთ ამერიკის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, კარიბის ზღვის ნაპირზე. გაიანა ანგლოფონი კარიბის ქვეყნების ერთ-ერთი ნაწილია და აგრეთვე ერთ-ერთია იმ კარიბის ქვეყნების მცირე რაოდენობიდან, რომლებიც სამხრეთ ამერიკაში მდებარეობენ. გაიანა კარიბის გაერთიანების წევრია, რომლის სამდივნოს სათავო ოფისიც მის დედაქალაქში, ჯორჯტაუნში მდებარეობს. გაიანა ასევე, კარიბის ერთადერთი ქვეყანაა სამხრეთ ამერიკის კონტინენტიდან, რომელიც ერთა თანამეგობრობაში შედის. გაიანას ესაზღვრება ჩრდილოეთით ატლანტის ოკეანე, ბრაზილია სამხრეთით და სამხრეთ-დასავლეთით, დასავლეთით ვენესუელა და აღმოსავლეთით სურინამი . 215,000 კვადრატული კილომეტრით გაიანა არის მესამე ყველაზე პატარა სუვერენული სახელმწიფო სამხრეთ ამერიკაში, ურუგვაისა და სურინამის შემდეგ.

რეგიონი, რომელიც " გვიანას " სახელით არის ცნობილი, მოიცავს გვიანის ზეგანს, მდინარე ამაზონის ჩრდილოეთით და მდინარე ორინოკოს ...დაწვრილებით

გაიანა (ინგლ. Guyana), ოფიციალურად გაიანის კოოპერატიული რესპუბლიკა, ადრე ბრიტანული გაიანა — სუვერენული სახელმწიფო სამხრეთ ამერიკის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, კარიბის ზღვის ნაპირზე. გაიანა ანგლოფონი კარიბის ქვეყნების ერთ-ერთი ნაწილია და აგრეთვე ერთ-ერთია იმ კარიბის ქვეყნების მცირე რაოდენობიდან, რომლებიც სამხრეთ ამერიკაში მდებარეობენ. გაიანა კარიბის გაერთიანების წევრია, რომლის სამდივნოს სათავო ოფისიც მის დედაქალაქში, ჯორჯტაუნში მდებარეობს. გაიანა ასევე, კარიბის ერთადერთი ქვეყანაა სამხრეთ ამერიკის კონტინენტიდან, რომელიც ერთა თანამეგობრობაში შედის. გაიანას ესაზღვრება ჩრდილოეთით ატლანტის ოკეანე, ბრაზილია სამხრეთით და სამხრეთ-დასავლეთით, დასავლეთით ვენესუელა და აღმოსავლეთით სურინამი . 215,000 კვადრატული კილომეტრით გაიანა არის მესამე ყველაზე პატარა სუვერენული სახელმწიფო სამხრეთ ამერიკაში, ურუგვაისა და სურინამის შემდეგ.

რეგიონი, რომელიც " გვიანას " სახელით არის ცნობილი, მოიცავს გვიანის ზეგანს, მდინარე ამაზონის ჩრდილოეთით და მდინარე ორინოკოს აღმოსავლეთით, რომელიც ცნობილია როგორც "მრავალი წყლის ქვეყანა". თავდაპირველად დასახლებული იყო მრავალი ძირძველი ჯგუფით, გაიანაში დასახლება ჩამოაყალიბეს ნიდერლანდელებმა, სანამ მე -18 საუკუნის ბოლოს ბრიტანეთის კონტროლის ქვეშ მოექცეოდა ტერიტორია. იგი იმართებოდა, როგორც ბრიტანეთის გვიანა, ძირითადად პლანტაციებზე დამოკიდებული ეკონომიკით, 1950-იან წლებამდე. მან დამოუკიდებლობა მოიპოვა 1966 წელს და ოფიციალურად გახდა რესპუბლიკა თანამეგობრობის შემადგენლობაში 1970 წელს. ბრიტანული მმართველობის მემკვიდრეობა აისახება ქვეყნის პოლიტიკურ ადმინისტრაციაზე და მრავალფეროვან მოსახლეობაზე, რომელშიც შედიან ინდოელები, აფრო-გაიანელები, მკვიდრი მოსახლეობა, ჩინელები, პორტუგალიელები, სხვა ევროპელები და მრავალეროვანი ჯგუფები.

Where can you sleep near გაიანა ?

Booking.com
491.279 visits in total, 9.210 Points of interest, 405 Destinations, 24 visits today.