Context of სურინამი

სურინამი, ოფიციალურად სურინამის რესპუბლიკა (ნიდერლ. Republiek Suriname) — სახელმწიფო სამხრეთ ამერიკის ატლანტის ოკეანის სანაპიროს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში ნაწილში. აღმოსავლეთიდან ესაზღვრება საფრანგეთის გვიანა, სამხრეთიდან — ბრაზილია, დასავლეთიდან — გაიანა, ხოლო ჩრდილოეთიდან — ატლანტის ოკეანე. სურინამის ფართობი 165 000 კმ²-ია, რითაც სამხრეთ ამერიკის ყველაზ პატარა სუვერენული სახელმწიფოა. 2018 წლის აღწერის მიხედვით, სურინამის მცხოვრებთა რიცხვია 575,990. მათი უდიდესი ნაწილი ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილშია დასახლებული, სადაც დედაქალაქი პარამარიბო მდებარეობს. სურინამი კარიბის გაერთიანების წევრია.

სურინამი ერთ-ერთია იმ ოთხ სამხრეთამერიკული ქვეყანას შორის (ბრაზილია, გაიანა, საფრანგეთის გვიანა), სადაც სახელმწიფო ენა ესპანური არ არის. სურინამში სახელმწიფო ენა ნიდერლანდურია, გავრცელებულია ასევე კრეოლის და სრანანტონგოს ენები. ქვეყანაში ჯამში 17 ენასა და დიალექტზე საუბრობენ. სურინამი ერთადერთი ნიდერლანდურენოვანი ქვეყანაა დასავლეთ ნახევარსფეროში, რომელიც არ შე...დაწვრილებით

სურინამი, ოფიციალურად სურინამის რესპუბლიკა (ნიდერლ. Republiek Suriname) — სახელმწიფო სამხრეთ ამერიკის ატლანტის ოკეანის სანაპიროს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში ნაწილში. აღმოსავლეთიდან ესაზღვრება საფრანგეთის გვიანა, სამხრეთიდან — ბრაზილია, დასავლეთიდან — გაიანა, ხოლო ჩრდილოეთიდან — ატლანტის ოკეანე. სურინამის ფართობი 165 000 კმ²-ია, რითაც სამხრეთ ამერიკის ყველაზ პატარა სუვერენული სახელმწიფოა. 2018 წლის აღწერის მიხედვით, სურინამის მცხოვრებთა რიცხვია 575,990. მათი უდიდესი ნაწილი ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილშია დასახლებული, სადაც დედაქალაქი პარამარიბო მდებარეობს. სურინამი კარიბის გაერთიანების წევრია.

სურინამი ერთ-ერთია იმ ოთხ სამხრეთამერიკული ქვეყანას შორის (ბრაზილია, გაიანა, საფრანგეთის გვიანა), სადაც სახელმწიფო ენა ესპანური არ არის. სურინამში სახელმწიფო ენა ნიდერლანდურია, გავრცელებულია ასევე კრეოლის და სრანანტონგოს ენები. ქვეყანაში ჯამში 17 ენასა და დიალექტზე საუბრობენ. სურინამი ერთადერთი ნიდერლანდურენოვანი ქვეყანაა დასავლეთ ნახევარსფეროში, რომელიც არ შედის ნიდერლანდების სამეფოს შემადგენლობაში.

XVII საუკუნიდან სურინამი ნიდერლანდების კოლონია იყო. 1863 წელს მონობის გაუქმებამდე ქვეყნის ეკონომიკა პლანტაციებში მომუშავე აფრიკელ მონებზე, ხოლო 1863 წლიდან აზიელ დაქირავებულ მუშახელზე იყო დამყარებული. 1954 წელს სურინამი ნიდერლანდების სამეფოს კონსტიტუციური ქვეყანა გახდა, ხოლო 1975 წელს დამოუკიდებლობა მოიპოვა.

სურინამი ტროპიკულ სარტყელში, ეკვატორიდან ოდნავ ჩრდილოეთით მდებარეობს. ქვეყნის დიდი ნაწილი ტყეებითაა დაფარული. სურინამის ეკონომიკის წამმართველი ძალა ბუნებრივი რესურსებია, როგორიცაა ოქრო, ნავთობი, ბოქსიტი და სოფლის მეურნეობის პროდუქტები.

სურინამი ადრე ცნობილი იყო როგორც ნიდერლანდების გაიანა. ქვეყანას სახელი დაერქვა სურინების ტომისგან, რომელიც შემდგომში არავაკის ტომმა განდევნა. ეროვნული დღესასწაულია 25 ნოემბერი — დამოუკიდებლობის მოპოვების დღე.

Where can you sleep near სურინამი ?

Booking.com
491.145 visits in total, 9.211 Points of interest, 405 Destinations, 44 visits today.