Context of გვატემალა

გვატემალა, ოფიციალურად გვატემალის რესპუბლიკა (ესპ. República de Guatemala) — სახელმწიფო ცენტრალურ ამერიკაში. ჩრდილოეთით და დასავლეთით ესაზღვრება მექსიკა, სამხრეთ-დასავლეთით — წყნარი ოკეანე, ჩრდილო-აღმოსავლეთით — ბელიზი, აღმოსავლეთით — კარიბის აუზი, სამხრეთ-აღმოსავლეთით — ჰონდურასი და სალვადორი. ქვეყნის ფართობი შეადგენს 108 890 კმ²-ს, მოსახლეობა — 13 276 517 ადამიანს.

გვატემალა წარმომადგენლობითი დემოკრატიის ქვეყანაა. დედაქალაქია გვატემალა-დელ-ვალე-დე-ლა-ასუნსიონი ან უბრალოდ გვატემალა. ქვეყანა ბიოლოგიურად საკმაოდ მრავალფეროვანია, გამოირჩევა უნიკალური ეკოსისტემებით. ესპანელთა მოსვლამდე, გვატემალის ტერიტორიაზე ყვაოდა მაიას ცივილიზაცია. მაიას შთამომავლები დღესაც ცხოვრობენ გვატამელაში, ჰონდურასში, ბელიზში, მექსიკის სამხრეთ ნაწილსა და სალვადორის აღმოსავლეთ ნაწილში.

გვატემალამ ესპანეთისგან დამოუკიდებლობა 1821 წელს მოიპოვა. ამის შემდეგ მას მართავდა მთელი რიგი დიქტატორებისა, რომლებსაც ეხმარებოდა აშშ–ის კომპანია United Fruit Company. XX საუკუნ...დაწვრილებით

გვატემალა, ოფიციალურად გვატემალის რესპუბლიკა (ესპ. República de Guatemala) — სახელმწიფო ცენტრალურ ამერიკაში. ჩრდილოეთით და დასავლეთით ესაზღვრება მექსიკა, სამხრეთ-დასავლეთით — წყნარი ოკეანე, ჩრდილო-აღმოსავლეთით — ბელიზი, აღმოსავლეთით — კარიბის აუზი, სამხრეთ-აღმოსავლეთით — ჰონდურასი და სალვადორი. ქვეყნის ფართობი შეადგენს 108 890 კმ²-ს, მოსახლეობა — 13 276 517 ადამიანს.

გვატემალა წარმომადგენლობითი დემოკრატიის ქვეყანაა. დედაქალაქია გვატემალა-დელ-ვალე-დე-ლა-ასუნსიონი ან უბრალოდ გვატემალა. ქვეყანა ბიოლოგიურად საკმაოდ მრავალფეროვანია, გამოირჩევა უნიკალური ეკოსისტემებით. ესპანელთა მოსვლამდე, გვატემალის ტერიტორიაზე ყვაოდა მაიას ცივილიზაცია. მაიას შთამომავლები დღესაც ცხოვრობენ გვატამელაში, ჰონდურასში, ბელიზში, მექსიკის სამხრეთ ნაწილსა და სალვადორის აღმოსავლეთ ნაწილში.

გვატემალამ ესპანეთისგან დამოუკიდებლობა 1821 წელს მოიპოვა. ამის შემდეგ მას მართავდა მთელი რიგი დიქტატორებისა, რომლებსაც ეხმარებოდა აშშ–ის კომპანია United Fruit Company. XX საუკუნის ბოლოს გვატემალაში მიმდინარეობდა 36 წლიანი სამოქალაქო ომი. მისი დასრულების შემდეგ, ქვეყანაში დაიწყო ეკონომიკური წინსვლა და ჩატარდა წარმატებული დემოკრატიული არჩევნები. ბოლო, 2011 წლის არჩევნებში, პრეზიდენტად აირჩიეს პატრიოტული პარტიის კანდიდატი ოტო პერეს მოლინა.

Where can you sleep near გვატემალა ?

Booking.com
491.665 visits in total, 9.211 Points of interest, 405 Destinations, 139 visits today.