کاخ گلستان

( გოლესტანის სასახლე )

გოლესტანის სასახლე (სპარს. کاخ گلستان) — სასახლე და მუზეუმი თეირანში. „გოლესტანი“ სიტყვასიტყვით ითარგმნება, როგორც „ვარდების სასახლე“.

სასახლე ააგეს შაჰ-თამაზ I-ის მეფობის პერიოდში (1524-1576 წწ.), მაგრამ მუდმივად მიმდინარეობდა მისი რესტავრაცია XVIII-XIX საუკუნეების განმავლობაში. გოლესტანის მშენებლობის საქმეში დიდი წვლილი შეიტანეს ქერიმ-ხანმა (1750-1779 წწ.), აღა-მაჰმად-ხანმა (1742-1797 წწ.), რომელმაც თეირანი თავისი სახელმწიფოს დედაქალაქად აქცია და ნასრედინ-შაჰმა (1848-1896 წწ.), რომელიც დაკრძალულია სასახლის კომპლექსის ტერიტორიაზე.

გოლესტანის სასახლე-მუზეუმი დაყოფილია 7 ნაწილად, რომელშიც გაერთიანებულია 20-მდე ნაგებობა: ანთროპოლოგიური მუზეუმი, ბრილიანტის დარბაზი, აქს-ხანე (ფოტოგრაფიის მუზეუმი), ხოუზ-ხანე (პორტრეტების გალერეა), ნეგარ-ხანე (სურათების გალერეა), შამს-ულ-ემანეხის პავილიონი და მარმარილოს სატახტო დარბაზი.

2013 წლის 23 ივნისს სასახლე შეიყვანეს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში.

Photographies by:
Mahmoud Hashemi from San Jose, CA, USA - CC BY-SA 2.0
Statistics: Position
254
Statistics: Rank
268793

კომენტარის დამატება

Esta pregunta es para comprobar si usted es un visitante humano y prevenir envíos de spam automatizado.

Security
769852413Click/tap this sequence: 3173

Google street view

Where can you sleep near გოლესტანის სასახლე ?

Booking.com
491.094 visits in total, 9.210 Points of interest, 405 Destinations, 17 visits today.