ლეიფ ერიქსონი

ლეიფ ერიქსონი (ისლ. Leifur Eiriksson; დ. დაახლ. 970 — გ. დაახლ. 1020) — სკანდინავიელი მეზღვაური და გრენლანდიის მმართველი. გრენლანდიის აღმომჩენი ვიკინგის ერიკ წითურის შვილი და თორვალდ ალვალდსონის შვილიშვილი. შესაძლოა იყო პირველი ევროპელი, რომელმაც ქრისტეფორე კოლუმბამდე ხუთი საუკუნით ადრე ფეხი დადგა ჩრდილოეთ ამერიკაში.

ლეიფ ერიქსონის ლაშქრობების შესახებ ცნობილი გახდა ისეთი მანუსკრიპტებით, როგორიცაა: „საგა ერიკ წითურზე“ და „გრელანდიელების საგა“. მათი სანდოობა დაადასტურა XX საუკუნის განმავლობაში ამერიკაში ჩატარებულმა არქეოლოგიურმა გათხრებმა.