რასტაფარი

რასტაფარი (ინგლ. Rastafari) — 1930-იან წლებში იამაიკაში წარმოშობილი და დღეისათვის საკმაოდ გავრცელებული რელიგია. მის წარმოშობას საფუძვლად უდევს მარკუს გარვეის (1887-1940) წინასწარმეტყველება. მან 1927 წელს იწინასწარმეტყველა, რომ აფრიკაში მოხდებოდა დიდი მეფის აღზევება. 1930 წელს ჰაილე სელასიეს ეთიოპიის იმპერატორად კურთხევა აღიქმებოდა, როგორც მის ახდენა.

რასტაფარის მიმდევრებს მამაკაცს მოუხსენიებენ, როგორც რასტამანს (Rastaman), ბრედრენს (Bredren) ან იდრენს (Idren), რაც ქართულად ძმას ნიშნავს, ხოლო მანდილოსნებს კი, როგორც რასტასისტერს (Rasta Sister), სისტარს (Sister) იგივე "დას", დოთა (Daughter) ან იავატა (Iawata), რაც ქართულად ქალიშვილს ნიშნავს.