日本の便所 ( საპირფარეშოები იაპონიაში )

იაპონიაში არსებობს სამი ტიპის საპირფარეშო, რომლის ყველაზე ძველი ფორმა არის ზეზელა, ანუ სადგომი საპირფარეშო, რომელიც ჯერ კიდევ გავრცელებულია საზოგადოებრივ საპირფარეშოებში. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მზარდი გავრცელება ჰპოვა ე.წ. ურინალებმა. უახლეს დროში ტექნიკურმა პროგრესმა შესაძლებელი გახადა საპირფარეშოების ბიდეს ფუნქციით აღჭურვა, რომელსაც იაპონიაში „ვოშლეტებს“ უწოდებენ (ანუ იაპონურად ウォシュレット), და წარმოადგენს კიტაკიუშუში არსებული შპს ტოტოს ერთ–ერთ სამარკო სახელს. ეს საპირფარეშოები ტექნიკურად საკმაოდ რთულ ფუნქციებს ასრულებენ. მსგავს რამეს იაპონიის გადაღმა ძნელად თუ შეხვდებით სადმე. მაგ.; უნიტაზის ღიობიანი დასაჯდომი სხეულის სითბოზეა ტემპერირებული (ნეგატიურ მხარეს წარმოადგენს ის, რომ შესაძლებელია არასასურველი გვერდითი ეფექტი – მიკრობების მალღივებადობა). წყლის ტემპერატურისა და ბიდეს ნაკადის წნევა შერჩევადია. იქვე, უნიტაზის ღიობიან დასაჯდომთან გათვალისწინებულია სუნის გამნიავებელი ფილტრიც.