ბჰაკტაპური

Ბჰაკტაპური, ასევე ცნობილი როგორც ბჰანდგაონი და კჰვოპა (ნეპალ. भक्तपुर) — ძველი ქალაქი ნეპალის დედაქალაქ კატმანდუს აღმოსავლეთით, რომელიც გამოირჩევა უამრავი არქიტექტურული ძეგლით. Მისი მოსახლეობა 77 000 ადამიანს შეადგენს. ამ მონაცემებით იგი მესამე ადგილზეა ყველაზე დასახლებულ პუნქტებს შორის და ყველაზე პატარაა კატმანდუს ხეობის სამეფო ქალაქებში. ბჰაკტაპური მორწმუნეთა ქალაქს ნიშნავს.

ქალაქი მდინარე ჰანუმატზეა განლაგებული და კატმანდუს მსგავსად ჰიმალაის ძირში მდებარეობს, რასაც შეუძლებელია გავლენა არ მოეხდინა მის ისტორიასა და განსაკუთრებულობაზე. ქალაქის შესახებ წარმოდგენებს ქმნის თავისებური ლანდშაფტი, მეთუნეობა და ტრადიციული წარმოდგენები სიცოცხლის დამადასტურებელი მუსიკის შესახებ. 150-ზე მეტმა მუსიკალურმა და ასმა კულტურულმა ჯგუფმა შექმნეს ბჰაკტაპურის, როგორც ნეპალის ხელოვნების დედაქალაქის იმიჯი. ქალაქის მცხოვრები მამრობით სქესის წარმომადგენლები ატარებენ გამორჩეულ თავსაბურავს, რომელსაც დჰაკა ტოპი ჰქვია.

XIV საუკუნიდან XVIII საუკუნის მეორე ნახევრამდე ბჰაკტაპურ...დაწვრილებით

XIV საუკუნიდან XVIII საუკუნის მეორე ნახევრამდე ბჰაკტაპური მალას დინასტიის დედაქალაქი იყო. იმ პერიოდიდან ჩვენ დრომდე მოაღწია 172-მა ტაძარმა, 32-მა ხელოვნურმა ტბამ და მრავალმა ხის ბარელიეფით მორთულმა საცხოვრებელმა სახლმა. მიუხედავად იმისა, რომ 1934 წელს ბჰაკტაპური მიწისძვრის შედეგად განადგურდა, ის მალევე აღადგინეს და 1979 წელს ქალაქის არქიტექტურული მემკვიდრეობა იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის სიაში შევიდა.

Photographies by:
Bikrampratapsingh - CC BY-SA 4.0
Statistics: Position
2974
Statistics: Rank
39819

კომენტარის დამატება

Esta pregunta es para comprobar si usted es un visitante humano y prevenir envíos de spam automatizado.

Security
634897152Click/tap this sequence: 5111

Google street view

Where can you sleep near ბჰაკტაპური ?

Booking.com
491.379 visits in total, 9.210 Points of interest, 405 Destinations, 49 visits today.