Context of ლოს-ანჯელესი

ლოს-ანჯელესი, შემოკლებით ელ-ეი (LA), ანგელოზთა ქალაქი — მოსახლეობით რაოდენობის მიხედვით აშშ-ის მეორე ქალაქი ნიუ-იორკის შემდეგ. ქალაქის სტატუსი მიენიჭა 1850 წლის 4 აპრილს და ამავე სახელწოდების ოლქის ადმინისტრაციული ცენტრია. 2000 წლის ცენზის მიხედვით მისი მოსახლეობა შეადგენდა 3,69 მილიონს, 2004 წლის 1 ივლისის აღწერით ქალაქის მოსახლეობამ 3,85 მილიონს მიაღწია, ხოლო 2016 წელს 4 მილიონს გადააჭარბა. ქალაქი სამხრეთ კალიფორნიის ურბანული აგლომერაციების ცენტრი და უმნიშვნელოვანესი ნაწილია. მისი ფართობია 1300 კმ², რითაც ის ნიუ-იორკს და ჩიკაგოს აღემატება.

ლოს-ანჯელესი ქვეყნის მთავარი კულტურული, ეკონომიკური, სამეცნიერო და გართობის ცენტრია. ქალაქი ასევე მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე კოსმოპოლიტი ადგილია, სადაც თავს იყრის დედამიწის ფაქტობრივად ყველა ერის წარმომადგენელი.

1932 და 1984 წლებში ლოს-ანჯელესი ოლიმპიურ თამაშებს მასპინძლობდა. ლოს-ანჯელესის ყველაზე კრიმინალური უბნებია: Compton-ი, Watts-ი და Inglewood-ი.

Where can you sleep near ლოს-ანჯელესი ?

Booking.com
490.643 visits in total, 9.208 Points of interest, 405 Destinations, 19 visits today.