Context of პაპუა-ახალი გვინეა

პაპუა-ახალი გვინეა (ინგლ. Papua New Guinea, ტოკ-პისინის ენა — Papua Niugini, ჰირი-მოტუს ენა — Papua Niu Gini), ოფიციალური სახელი პაპუა-ახალი გვინეის დამოუკიდებელი შტატები — სახელმწიფო სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიასა და ოკეანეთში, მდებარეობს ახალი გვინეის კუნძულის აღმოსავლეთ ნაწილში, ბისმარკის არქიპელაგზე, სოლომონის არქიპელაგის ჩრდილოეთ ნაწილში (ბუგენვილის, ბუკას კუნძულები), დ’ანტრკასტოს კუნძულებზე და სხვა. დასავლეთით არის ინდონეზიის პროვინციები პაპუა და დასავლეთი პაპუა. ქვეყნის ძირითადი ნაწილი მოქცეულია წყნარი ოკეანის სამხრეთ-დასავლეთით. დედაქალაქი — პორტ-მორზბი.

პაპუა-ახალი გვინეა არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მრავალფეროვანი ქვეყანა, აქ დაახლოებით 850 ადგილობრივი ტომი ცხოვრობს, რომლებიც ჯერ კიდევ ძველი ტრადიციების მიმდევრები არიან, ქვეყნის მოსახლეობა შეადგენს 7 275 324 ადამიანს(2011 წელი), უმთავრესად პაპუასები და მელანეზიელები. აქ მოსახლეობის უმრავლესობა სოფლებში ცხოვრობს, პაპუა-ახალი გვინეის ქალაქებში ცხოვრობს მთელი მოსახლეობის 18 %. მოსახლეობ...დაწვრილებით

პაპუა-ახალი გვინეა (ინგლ. Papua New Guinea, ტოკ-პისინის ენა — Papua Niugini, ჰირი-მოტუს ენა — Papua Niu Gini), ოფიციალური სახელი პაპუა-ახალი გვინეის დამოუკიდებელი შტატები — სახელმწიფო სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიასა და ოკეანეთში, მდებარეობს ახალი გვინეის კუნძულის აღმოსავლეთ ნაწილში, ბისმარკის არქიპელაგზე, სოლომონის არქიპელაგის ჩრდილოეთ ნაწილში (ბუგენვილის, ბუკას კუნძულები), დ’ანტრკასტოს კუნძულებზე და სხვა. დასავლეთით არის ინდონეზიის პროვინციები პაპუა და დასავლეთი პაპუა. ქვეყნის ძირითადი ნაწილი მოქცეულია წყნარი ოკეანის სამხრეთ-დასავლეთით. დედაქალაქი — პორტ-მორზბი.

პაპუა-ახალი გვინეა არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მრავალფეროვანი ქვეყანა, აქ დაახლოებით 850 ადგილობრივი ტომი ცხოვრობს, რომლებიც ჯერ კიდევ ძველი ტრადიციების მიმდევრები არიან, ქვეყნის მოსახლეობა შეადგენს 7 275 324 ადამიანს(2011 წელი), უმთავრესად პაპუასები და მელანეზიელები. აქ მოსახლეობის უმრავლესობა სოფლებში ცხოვრობს, პაპუა-ახალი გვინეის ქალაქებში ცხოვრობს მთელი მოსახლეობის 18 %. მოსახლეობის დიდი ნაწილი უკიდურეს სიღატაკეში ცხოვრობს. ფართობი — 462 840 კმ². მდიდარია ქვეყნის ფლორა და ფაუნა.

ოფიციალური ენებია — ინგლისური, ტოკ-პისინი და ჰირი-მოტუ. მოსახლეობის დიდი ნაწილი — ქრისტიანია, დანარჩენები მისდევენ ადგილობრივ ტრადიციულ სარწმუნეობებს. ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფა: 20 პროვინცია. შედის ერთა თანამეგობრობაში. სახელმწიფოს მეთაურია — გაერთიანებული სამეფოს მონარქი ელისაბედ II, რომელიც ქვეყანაში წარმოდგენილია გენერალ-გუბერნატორით. საკანონმდებლო ორგანოა — ეროვნული პარლამენტი.

ქვეყანაში განვითარებულია სოფლის მეურნეობა, მოსახლეობის დიდი ნაწილი სწორედ ამ სფეროშია დასაქმებული. 1975 წელს პაპუა-ახალმა გვინეამ მოიპოვა დამოუკიდებლობა ავსტრალიისგან.

Where can you sleep near პაპუა-ახალი გვინეა ?

Booking.com
490.590 visits in total, 9.207 Points of interest, 405 Destinations, 62 visits today.