Context of სომალი

სომალი (სომალ. Soomaaliya, არაბ. الصومال ას-სუმალ), ოფიციალური სახელი სომალის ფედერაციული რესპუბლიკა (სომალ. Jamhuuriyadda Federaalka Soomaaliya, არაბ. جمهورية الصومال الفدرالية (Jumhūrīyat aṣ-Ṣūmāl al-Fidirālīyah)) — სახელმწიფო აფრიკაში, სომალის ნახევარკუნძულზე. ჩრდილო-დასავლეთიდან ესაზღვრება ჯიბუტი, სამხრეთ-დასავლეთიდან კენია, ჩრდილოეთით მდებარეობს ადენის ყურე, რომლის მეშვეობითაც ხდება დაკავშირება იემენთან, აღმოსავლეთიდან სომალს ესაზღვრება ინდოეთის ოკეანე, ხოლო დასავლეთიდან ეთიოპია. სომალის რელიეფი ძირითადად შედგება ვაკეებისგან და მაღლობებისგან. სომალის ტერიტორიის უდიდესი ნაწილი მდებარეობს ამავე სახელწოდების ნახევარკუნძულზე, მოსახლეობის უდიდეს ნაწილს შეადგენენ სომალელები.

Where can you sleep near სომალი ?

Booking.com
491.183 visits in total, 9.210 Points of interest, 405 Destinations, 21 visits today.