Context of სამხრეთი სუდანი

სამხრეთი სუდანი (ინგლ. South Sudan), ოფიციალურად სამხრეთ სუდანის რესპუბლიკა (ინგლ. Republic of South Sudan) — ზღვაზე გასასვლელის არმქონე სახელმწიფო აფრიკაში. დედაქალაქია ჯუბა, თუმცა დაგეგმილია დედაქალაქის გადატანა ჯუბიდან ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში — ტბების შტატში ხელახლა დაარსებული დედაქალაქის ოლქის ქალაქ რამსელში.

სახელმწიფოს აღმოსავლეთით ესაზღვრება ეთიოპია, სამხრეთით კენია, უგანდა და კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, დასავლეთით ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა და ჩრდილოეთით სუდანი. ქვეყნის ფართობია 644 329 კმ². 2008 წლის აღწერის მონაცემებით ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს — 8 260 490 ადამიანს.

სუვერენული სტატუსი მიიღო 2011 წლის 9 ივლისს, დამოუკიდებლობის რეფერენდუმის შედეგების საფუძველზე სუდანის მიერ ოფიციალურად აღიარების შემდეგ. ამავე წლის 14 ივლისს ახლადშექმნილი სახელმწიფო გაეროს 193-ე, ხოლო 28 ოქტომბერს იუნესკოს 194-ე წევრი სახელმწიფო გახდა. სახელმწიფოს არ აქვს ზღვაზე გასასვლელი.

2 things to do in სამხრეთი სუდანი

Where can you sleep near სამხრეთი სუდანი ?

Booking.com
491.221 visits in total, 9.210 Points of interest, 405 Destinations, 59 visits today.