Kraków

( კრაკოვი )

კრაკოვი (პოლ. Kraków), სრული სახელი: სამეფო დედაქალაქი კრაკოვი (პოლ. Królewskie Stołeczne Miasto Kraków) — ერთ-ერთი უძველესი და უდიდესი ქალაქი პოლონეთში, მისი ძველი ნაწილი იუნესკოს მიერ მსოფლიო მემკვიდრეობად არის მიჩნელი. იგი მდებარეობს ზემო ვისლას სანაპიროზე მცირე პოლონეთში, დედაქალაქიდან სამხრეთით 250 კმ-ში.

კრაკოვი ისტორიულად იყო ქვეყნის წამყვანი სამეცნიერო, კულტურული და ხელოვნების ცენტრი. 1038 წლიდან 1596 წლამდე იყო პოლონეთის სამეფოს დედაქალაქი და დღესაც მრავალთა მიერ მიიჩნევა ქვეყნის გულად, საკუთარი ათასწლოვანი ისტორიის წყალობით. 1846 წლიდან 1918 წლამდე ეს დასახლება წარმოადგენდა კრაკოვის დიდი საჰერცოგოს ადმინისტრაციულ ცენტრს. ქალაქი ასევე მალოპოლსკას ვოევოდინის დედაქალაქია 1999 წლიდან, მანამდე კრაკოვის ვოევოდინის დედაქალაქი იყო XIV საუკუნიდან. კრაკოვი ასევე რეგიონისა და საერთაშორისო ტურიზმის ცენტრია, წელიწადში 2 მილიონზე მეტი მნახველით.

ქალაქის სიახლოვეს აღმოჩენილი უძველესი ნასახლარები ქვის ხანით თარიღდება. კ...დაწვრილებით

კრაკოვი (პოლ. Kraków), სრული სახელი: სამეფო დედაქალაქი კრაკოვი (პოლ. Królewskie Stołeczne Miasto Kraków) — ერთ-ერთი უძველესი და უდიდესი ქალაქი პოლონეთში, მისი ძველი ნაწილი იუნესკოს მიერ მსოფლიო მემკვიდრეობად არის მიჩნელი. იგი მდებარეობს ზემო ვისლას სანაპიროზე მცირე პოლონეთში, დედაქალაქიდან სამხრეთით 250 კმ-ში.

კრაკოვი ისტორიულად იყო ქვეყნის წამყვანი სამეცნიერო, კულტურული და ხელოვნების ცენტრი. 1038 წლიდან 1596 წლამდე იყო პოლონეთის სამეფოს დედაქალაქი და დღესაც მრავალთა მიერ მიიჩნევა ქვეყნის გულად, საკუთარი ათასწლოვანი ისტორიის წყალობით. 1846 წლიდან 1918 წლამდე ეს დასახლება წარმოადგენდა კრაკოვის დიდი საჰერცოგოს ადმინისტრაციულ ცენტრს. ქალაქი ასევე მალოპოლსკას ვოევოდინის დედაქალაქია 1999 წლიდან, მანამდე კრაკოვის ვოევოდინის დედაქალაქი იყო XIV საუკუნიდან. კრაკოვი ასევე რეგიონისა და საერთაშორისო ტურიზმის ცენტრია, წელიწადში 2 მილიონზე მეტი მნახველით.

ქალაქის სიახლოვეს აღმოჩენილი უძველესი ნასახლარები ქვის ხანით თარიღდება. კრაკოვის როგორც დასახლების მოხსენიება ხდება 965 წლიდან, ქალაქის სტატუსი კი მიენიჭა 1257 წელს. პოლონეთის მეორე რესპუბლიკის არსებობის დროს აქ გაიხსნა რამდენიმე ახალი უნივერსიტეტი, კრაკოვი კიდევ უფრო მნიშვნელოვანი კულტურულ როლს ასრულებს ქვეყნის ცხოვრბაში. ქალაქში მცხოვრებთათვის განსაკუთრებით რთული იყო გერმანელების მმართველობის პროცესი მეორე მსოფლიო ომის პერიოდში, ამ ტერიტორიიდან მრავალი ებრაელი გადაიყვანეს სხვადასხვა საკონცენტრაციო ბანაკში, მათი უმრავლესობა მოხვდა ოსვენციმში.

2009 წლის მონაცემებით მოსახლეობა შეადგენს 754,854 კაცს.

ისტორია ადრეული ისტორია

კრაკოვისთვის პრეისტორია იწყება ქვის ხანის დროიდან, ამის დამამტკიცებელია ქალაქის სიახლოვეს არსებულ ვაველის ბორცვზე აღმოჩენილი, ნასახლარები.[1] ლეგენდების თანახმად ქალაქი აგებულია მითური კრაკის მიერ.[2] პირველი წერილობით ჩანაწერები, რომლის მიხედვითაც ქალაქის არსებობა დასტურდება თარიღდება 965 წლით. ამ ტერიტორიას ბოჰემის საჰერცოგო განაგებდა.[3]

მეათე საუკუნის ბოლოს, ქალაქი ხდება მთელს ამ რეგიონში წამყვანი სავაჭრო ცენტრი. კრაკოვს უკვე განაგებენ პიასტების დინასტიის წარმომადგენლები. ამავე პერიოდიდან იწყება აღმშენებლობის მნიშვნელოვანი პროცესი, აქ აიგო აგურით ნაგები ვაველის ციხესიმაგრე, რომანულ არქიტექტურულ სტილში აშენებული წმინდა ადალბერტის ტაძრის კათედრალი და ბაზილიკა.[3] ქალაქი თითქმის სრულად გაანადგურა 1241 წელს პოლონეთში მონღოლების შეჭრამ, ამას დაემატა 1259 და 1287 წლებში მათი ხელმეორედ შეჭრა.[4] ეს დასახლება მოგვიანებით ხელახლა აღდგა. 1257 წელს ბოლესვალ V-მ გამოსცა დადგენილება, რომელიც უშუალოდ კრაკოვს ეხებოდა, სწორედ ამ წელს კრაკოვს მიენიჭა ქალაქის სტატუსი. ძველი სამეფო ციხესიმაგრე ვაველი, შეერთებული იქნა ახალ ქალაქთან, რომელიც აგებული იქნა მის ჩრდილოეთით, აქვე იყო ბაზრის მოედანიც.[5] XIV საუკუნემდე ქალაქის მოსახლეობაში უმრავლესობას შეადგენდა გერმანელები, უკვე მოგვიანებით ამ დასახლებამ განიცადა პოლონიზაცია.[6] შემდგომ წლებში ქალაქის ფართობი მნიშვნელოვნად გაიზარდა და ამასთანავე მეტად გაიზარდა მისი მნიშვნელობაც. 1364 წელს კაზიმირ III-ის უშუალო ინიციატივის შედეგად აქ გაიხსნა კრაკოვის უნივერსიტეტი,[7] მეორე უძველესი უნივერსიტეტი ცენტრალურ ევროპაში იყო კარლის უნივერსიტეტი პრაღაში. ქალაქის გაზრდა კიდევ უფრო ინტენსიური გახდა იაგელონების დინასტიის დროს. კრაკოვი იქცა პოლონეთის სამეფოს ადმინისტრაციულ ცენტრად და ის შევიდა ჰანზაში. სწორედ ამ პერიოდიდან დაიწყო ქალაქში ოქროს ხანა.[8]

ოქროს ხანა
 
ქალაქი კრაკოვი, ნიურნბერგის ქრონიკა (1493)

XV - XVI საუკუნეები კრაკოვისთვის არის ოქროს ხანის პერიოდი.[9] ამ დროს პოლონეთში არის რენესანსი,[10][11] ქალაქის ებრაულ კვარტალში აიგო რამდენიმე სინაგოგა, მათგან აღსანიშნავია ძველი სინაგოგა.[12] პოლონეთის მეფის კაზიმირ IV-ის მმართველობის ხანაში, ქალაქში მრავალი ხელოვანი დასახლდა, ისინი სწორედ აქ მოღვაწეობდნენ მათი კვალი ქალაქზე აისახა. მათგან აღსანიშნავია იოჰან ჰალერი, სწორედ მისი უშუალო ხელმძღვანელობით შეიქმნა ბეჭდვითი პრესა[13] პოლონეთის ტერიტორიაზე შექმნილი პირველი ბეჭდვითი ნამუშევარი 1473 წლით თარიღდება და ის სწორედ კრაკოვში გამოიცა.[14][15]

1520 წელს იოჰან ბეჰემმა გააკეთა უდიდესი საეკლესიო ზარი, რომელსაც პოლონეთის მეფის სიგიზმუნდ I-ის პატივსაცემად სიგიზმუნდის ზარი ეწოდა.[16] ამავე პერიოდში ჰანს დიურერის უმცროსი ძმა ალბრეხტ დიურერი იყო სამეფო სასახლის კარის მხატვარიც.[17] 1572 წელს მეფე სიგიზმუნდ II ავგუსტი გარდაიცვალა, მას ძე არ დარჩენია. პოლონელი დიდებულების გადაწყვეტილებით ქვეყნის მეფე გახდა ფრანგი ანრი III ვალუა. ამ პერიოდიდან კრაკოვის მნიშვნელობამ და მისმა ფუნქციებმა დაკნინება დაიწყო, პოლონეთში განხორციელდა შვედების შეჭრა. 1596 წელს სიგიზმუნდა III ვაზამ სამეფო ტახტი გადაიტანა ვარშავაში.[18]

XVIII საუკუნე და XX-ის დასაწყისი
 
ხედი ძველ ქალაქზე ვაველიდან

დასუსტებული პოლონეთ-ლიტვის თანამეგობრობა, მისმა მეზობრლებმა ორჯერ გაინაწილეს. პოლონეთის ტერიტორიის გარკვეული ნაწილი შევიდა: რუსეთის იმპერიის, ჰაბსბურგების სახელმწიფოსა და პრუსიის სამეფოს შემადგენლობაში.[19] 1794 წელს ტადეუშ კოსტიუშკოს ინიციატევით კრაკოვის ცენტრალურ მოედანზე დაიწყო აჯანყება, რომელიც წარუმატებლად დასრულდა. ქალაქი რუსების მმართველობის ქვეშ დარჩა. პოლონეთის შემდგომი დაყოფის შემდეგ კრაკოვი მოექცა ავსტრიის შემადგენლობაში. 1807 წელს დადებული ტალზიტიის ზავით, შეიქმნა ახალი სახელმწიფო ვარშავის საჰერცოგო, რომელშიც კრაკოვიც გაერთიანდა. ეს სახელმწიფო საფრანგეთის იმპერატორის ნაპოლეონ ბონაპარტის უშუალო ინიციატივით იყო შექმნილი.[20] ნაპოლონის დამარცხების შემდეგ, 1815 წელს გამართულმა ვენის კონგრესმა, ეს სახელმწიფო დაშლილად გამოაცხადა და აღდგენილი იქნა ომამდე არსებული მდგომარეობა, თუმცა კრაკოვისთვის სიტუაცია ნაწილობრივ შეიცვალა, ამ დასახლებას მიენიჭა თავისუფალი ქალაქის სტატუსი.[21] კრაკოვმა ამ სტატუსის ქვეშ 1846 წლამდე იარსება. შემდგომ კი შეიქმნა კრაკოვის დიდი საჰერცოგო.[22]

1866 წელს ავსტრიამ გალიციას მიანიჭა ავსტონომიურობა. რამდენიმე წლის შემდეგ დაიწყო ომი ავსტრიასა და პრუსიას შორის,[23] ამ პერიოდიდან კრაკოვის როლი პოლენეთის ცხოვრებაში მნიშვნელოვნად იზრდება და ის ქვეყნის კულტურული ცხოვრების ცენტრი გახდა[24] სწორედ აქ ცხოვრობდა გამოჩენილი პოლონელების დიდი ნაწილი, მათგან აღსანიშნავია მხატვარი იან მეტეიკო (მეტეიკო სწორედ კრაკოვში გარდაიცვალა 1893 წელს).[25] 1901 წელს ქალაქში გაიყვანეს ტრამვაი[26] 1909 და 1915 წლების შუალედში მოხდა დასახლების ტერიტორიის მნიშვნელოვნად გაფართოება.

1914 წელს დაწყებული პირველი მსოფლიო ომი აისახა კრაკოვზეც. ამავე წელს რუსების მერ ქალაქზე განხორციელეს ალყა, თუმცა ამან წარმატება ვერ მოუტა რუსულ მხარეს. ავსტრიელთა მმართველობა დასრულდა 1918 წელს.

1918 წლიდან დღემდე
 
კრაკოვი დღეს

პოლონეთის მეორე რესპუბლიკის არსებობის პერიოდში კრაკოვი იქცა მთელ ქვეყანაში განათლების თვალსაზრისით უმნიშვნელოვანეს დასახლებადა, ამ პერიოდში აქ გაიხსნა რამდენიმე უნივერსიტეტი. კრაკოვში ცხოვრობდა პოლონელი ებრაელების დიდი ნაწილი.

 
ტემპელის სინაგოგას ფასადი აგებულია ნეომავრიტანული სტილში

1939 წლის 1 სექტემბერს ნაცისტური გერმანიის მიერ განხორციელდა პოლონეთში შეჭრა, მათ მალევე მოახერხეს ქალაქის დაკავება. კრაკოვი გახდა გერმანელების მიერ შექმნილი სახელმწიფოს ადმინისტრაციული ცენტრი, რომლის სათავეშიც იდგა ჰანს ფრანკი. გერმანელებმა ქალაქის ინტელიგენცია დააპატიმრა და ისინი გააგზავნეს სხვადასხვა საკონცენტრაციო ბანაკში, მათი უმრავლესობა მოხვდა ზაკზენჰაუზენის და დაჰაუს საკონცენტრაციო ბანაკში, მათი გარკვეული ნაწილი გარკვეული ხნის შემდეგ გაათავისუფლეს ტყვეობიდან.[27][28] უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდა აქ მცხოვრები ებრაელები, ისინი თავდაპირველად კრაკოვის გეტოში განაწესეს, ხოლო შემდგომ გადაიყვანეს პლაშუვის და ოსვენციმი ბანაკებში.[29]

ეს დასახლება შედარებით ნაკლებად დაზიანდა მეორე მსოფლიო ომის პერიოდში.[30] ომის დასრულების შემდგომ კრაკოვში, ისევე როგორც სრულიად პოლონეთში დამყარდა სოციალისტური წყობილება. პოლონეთის სახალხო რესპუბლიკის კომუნისტური მთავრობის მიერ გამოცემული ბრძანების მიხედვით, კრაკოვისთვის ახლად შეერთებულ რაიონ ნოვა ფუტაში დაიწყო ქვეყნის უმსხვილესი ფოლადის ქარხნის მშენებლობის პროცესი.[31]

1978 წელს იუნესკომ ეს დასახლება მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეიყვანა. ამავე წელს პოლონელი კაროლ იოზეფ ვოიტილა გახდა რომის პაპი იოანე-პავლე II, ეს ერთობ მნიშვნელოვანი მოვლენა იყო რადგან 455 წლის განმავლობაში არაიტალიელი რომის პაპი არ გამხდარა .

ვაველი, კრაკოვი. ციტირების თარიღი: 2007-09-12. ვაველის ბორცვი წარსული და აწმყოვაველის სამეფო ციხესიმაგრე, მთავარი გვერდი. Maria Dębicka, The Dragon’s Den. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-04-22. ციტირების თარიღი: 2007-09-11. ↑ 3.0 3.1 ქალაქ კრაკოვის ისტორია, არქეოლოგიური მიგნებებიედუარდ კოლოძიეჯსკი, "პოლონეთი. გეოგრაფია, პოლიტიკის ისტორია და ეკლესიის მდგომარეობა." კათოლიკური ენციკლოპედია, ისტორიული მოვლენების მიმოხილვა. ციტირების თარიღი: 2007-05-12.Brather, Sebastian (2001). Archäologie der westlichen Slawen. Siedlung, Wirtschaft und Gesellschaft im früh- und hochmittelalterlichen Ostmitteleuropa, Ergänzungsbände zum Reallexikon der germanischen Altertumskunde (German). Walter de Gruyter, გვ. 156, 158. ISBN 3110170612. Eberl, Immo (1993). რედ. Immo Eberl, Ministry for Internal Affairs, Baden-Württemberg (Germany): Flucht, Vertreibung, Eingliederung (German). Thorbecke, გვ. 29. ISBN 3799525009. Sharon & Peter Pfeiffer, "Krakow. A brief history." The establishment of a university. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-04-16. ციტირების თარიღი: 2007-05-12.Hanseatic towns: Kraków დაარქივებული 2007-08-13 საიტზე Wayback Machine. , Polonia Online, Retrieved on 25 September 2007.Davies, Norman (2005). God's Playground: A History of Poland. Oxford University Press. ISBN 0199253390. ციტირების თარიღი: 2008-01-21. p.118. See vol.1, chapter 5.Michael J. Mikoś, Polish Renaissance Literature: An Anthology. Ed. Michael J. Mikoś. Columbus, Ohio/Bloomington, Indiana: Slavica Publishers. 1995. ISBN 978-0-89357-257-0 First chapters online დაარქივებული 2007-09-27 საიტზე Wayback Machine. , Retrieved on 25 September 2007Cracow's Historic center, UNESCO report, retrieved on 4 October 2007Old Synagogue in Krakow, Retrieved on 25 September 2007.Harold B. Segel, Renaissance Culture in Poland: The Rise of Humanism, 1470–1543, Cornell University Press, 1989, ISBN 0-8014-2286-8, Google Print, p.252 (2005) Norman Davies, God's Playground, vol.1, chapter 5. Books.google.com. ISBN 9780199253395. ციტირების თარიღი: 2010-11-09. Wieslaw Wydra, "Die ersten in polnischer Sprache gedruckten Texte, 1475–1520", Gutenberg-Jahrbuch, Vol. 62 (1987), pp.88–94 (88)"The Warsaw Voice", April 11, 1999. Bell Woman of Wawel Hill. ციტირების თარიღი: 2007-09-11.T. Sturge Moore, "Albert Durer"; and Janusz Wałek, Painting in Poland - A brief summary. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-09-27. ციტირების თარიღი: 2007-09-11.Jagiellonian University Center for European Studies, "A Very Short History of Kraków", see: 1596 administrative capital, the tiny village of Warsaw. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-03-12. ციტირების თარიღი: 2007-05-12.Dorota Wasik, Cracow University of Economics, International Programs Office: "A short long history of Cracow", see: The Polish struggle for freedom. ციტირების თარიღი: 2007-05-12.Cresswell, Peterjon (2009-05-12). Frommer's Krakow Day by Day - Google Books. books.google.co.uk. ISBN 9780470697108. ციტირების თარიღი: 2009-08-14. Republic of Cracow (historical state, Poland) – Britannica Online Encyclopedia. britannica.com. ციტირების თარიღი: 2009-08-14. (1862) Chambers's encyclopaedia: a ... - Google Books. books.google.co.uk. ციტირების თარიღი: 2009-08-14. Marek Strzala, "History of Krakow" (see: Franz Joseph I granted Krakow the municipal government). ციტირების თარიღი: 2007-05-12.(პოლონური) Bożena Szara, Przeglad Polski (6 April 2001): Miedzy dwoma swiatami czyli powrot do przeszlosci.. ციტირების თარიღი: 2007-05-18.Jan Matejko: The Painter and Patriot. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-05-26. ციტირების თარიღი: 2007-05-18.(პოლონური) Artur Turyna, Kraków - najważniejsze daty - Okres IV - od początku XX wieku do dziś. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2005-01-14. ციტირების თარიღი: 2007-09-12.Anna M. Cienciala, History 557 Lecture Notes, 2002 (Revised Fall. 2003), 16B. Eastern Europe in World War II: October 1939 – May 1945.. ციტირების თარიღი: 2007-11-22.(პოლონური) Edward Burek, (editor). “Sonderaktion Krakau” in Encyklopedia Krakowa. Krakow: PWM, 2000Bieberstein: Zagłada Żydów w Krakowie. Kraków 1985. J. Kast, B. Siegler, P. Zinke: Das Tagebuch der Partisanin Justyna. Jüdischer Widerstand in Krakau. Berlin 1999. Articles from Kraków newspapers (mostly from the local "Gazeta Wyborcza") published in March 2003 on the 60th anniversary of the liquidation of the Kraków ghetto. Featuring historical maps. The Krakow Ghetto 1940–1943. ციტირების თარიღი: 2007-09-11.Jerzy Lukowski, Hubert Zawadzki, A Concise History of Poland, Cambridge University Press, 2006, ISBN 0-521-85332-X, Google Print, p.66Jagiellonian University center for European Studies, see: "Worker's paradise" of concrete. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-03-12. ციტირების თარიღი: 2007-05-12.
Photographies by:
Rj1979 - Public domain
Statistics: Position
1652
Statistics: Rank
74533

კომენტარის დამატება

Esta pregunta es para comprobar si usted es un visitante humano y prevenir envíos de spam automatizado.

Security
594316782Click/tap this sequence: 4131

Google street view

Where can you sleep near კრაკოვი ?

Booking.com
491.146 visits in total, 9.210 Points of interest, 405 Destinations, 69 visits today.