სივა (არაბ. واحة سيوة) — ქალაქი ეგვიპტეში. წარმოადგენს ოაზისების ჯგუფს ლიბიის უდაბნოს ჩრდილოეთ ნაწილში. ქალაქი 50 კილომეტრითაა დაცილებული ლიბიას, 560 კილომეტრით კი ქვეყნის დედაქალაქ კაიროს. 2008 წლის მდგომარეობით მოსახლეობის რაოდენობა შეადგენდა 7 000 ადამიანს, ქალაქის აგლომერაციაში ცხოვრობს 23 000 ადამიანი. სივა მატრუჰის მუჰაფაზის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ქალაქია.

სივა მდებარეობს დაახლოებით 60 კმ სიგრძისა და დაახლოებით 16 კმ სიგანის ქვაბულში, ზღვის დონიდან 20-30 მ დაბლა. ბევრია პატარა ტბა და მლაშობი. საავტომობილო გზებითა და საქარავნო ბილიკებით უკავშირდება ხმელთაშუა ზღვის სანაპიროს და ნილოსის ხეობას. კულტივირებულია ფინიკის პალმა, ქერი, პარკოსნები. მარილის მოპოვება.

Photographies by:
Valtter92 - Public domain
Adelbayoumi - CC BY-SA 4.0
mykola.rykov - CC BY 3.0
VascoPlanet Egypt - CC BY 2.0
Statistics: Position
1158
Statistics: Rank
102100

კომენტარის დამატება

Esta pregunta es para comprobar si usted es un visitante humano y prevenir envíos de spam automatizado.

Security
395216784Click/tap this sequence: 7141

Google street view

Where can you sleep near სივა (ოაზისი) ?

Booking.com
490.726 visits in total, 9.208 Points of interest, 405 Destinations, 13 visits today.