თინგველირი (ისლ. Þingvellir) — ველი ისლანდიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, რეიკიანესის ნახევარკუნძულთან ახლოს; იგივე სახელი ეწოდება ეროვნულ პარკს, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი.
ისტორია
თინგველირის ველზე ადრეული შუა საუკუნეებიდან ერთდებოდა საცხენოსნო გზები ისლანდიის ყველა რეგიონიდან; 930 წლიდან კი იკრიბებოდა ისლანდიის სახალხო ალთინგი, რომელიც საკანონმდებლო და სასამართლო ფუნქციებს ასრულებდა. თინგველირის ალთინგი ევროპაში უძველესი პარლამენტია, რომელიც რეგულარულად იკრიბებოდა 930 წლიდან 1798 წლამდე, სანამ დანიელები დაითხოვდნენ. ამ ადგილას 1000 წელს ისლანდიაში გაქრისტიანების გადაწყვეტილება მიიღეს. აქვე, თინგველირში, 1944 წლის 17 ივნისს ისლანდიის სახელმწიფოს დამოუკიდებლობა გამოცხადდა.
კომენტარის დამატება