天坛

( ცის ტაძარი )

ცის ტაძარი (ჩინ. 天壇) — დაოსიზმის ტაძარი და სამონასტრო კომპლექსი პეკინის ცენტრალურ ნაწილში. მას ყოველწლიურად სტუმრობდნენ მინისა და ცინის იმპერიის იმპერატორები და მოსავლის ღმერთისადმი ლოცულობდნენ. ტაძარი პეკინის ერთ-ერთ სიმბოლოს წარმოადგენს. მისი ფართობი 267 ჰექტარია.

კომპლექსი 1420 წელს, მინის იმპერიის ეპოქაში აშენდა. თავდაპირველად მას ცისა და დედამიწის ტაძარი ეწოდებოდა, მაგრამ 1530 მხოლოდ „ცის ტაძრად" იწოდება. XVI საუკუნეში ის გააფართოვეს. XIX საუკუნის 50-იან წლებში, ოპიუმის მეორე ომის მიმდინარეობისას, ტაძარი ინგლისურ-ფრანგულმა ალიანსმა აიღო. 1914 წელს, ჩინეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა იუან შიკაიმ, ტაძარში ლოცვის ცერემონია ჩაატარა, რითაც მან ჩინეთის იმპერატორობაზე განაცხადა პრეტენზია.

ცის ტაძარი იმპერატორის სასახლის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობს. ტაძრის ფორმები ჩინური ტრადიციებით აიხსნება: წრე ცის სიმბოლოა, ხოლო კვადრატი დედამიწის ძალების.

ყოველი ზამთრის ბუნიობისას, იმპერატორი აკრძალული ქალაქიდან ოჯახთან ერთად ტაძარში მოდიოდა. დაუშვებელი იყო რიგით ჩინელ...დაწვრილებით

ცის ტაძარი (ჩინ. 天壇) — დაოსიზმის ტაძარი და სამონასტრო კომპლექსი პეკინის ცენტრალურ ნაწილში. მას ყოველწლიურად სტუმრობდნენ მინისა და ცინის იმპერიის იმპერატორები და მოსავლის ღმერთისადმი ლოცულობდნენ. ტაძარი პეკინის ერთ-ერთ სიმბოლოს წარმოადგენს. მისი ფართობი 267 ჰექტარია.

კომპლექსი 1420 წელს, მინის იმპერიის ეპოქაში აშენდა. თავდაპირველად მას ცისა და დედამიწის ტაძარი ეწოდებოდა, მაგრამ 1530 მხოლოდ „ცის ტაძრად" იწოდება. XVI საუკუნეში ის გააფართოვეს. XIX საუკუნის 50-იან წლებში, ოპიუმის მეორე ომის მიმდინარეობისას, ტაძარი ინგლისურ-ფრანგულმა ალიანსმა აიღო. 1914 წელს, ჩინეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა იუან შიკაიმ, ტაძარში ლოცვის ცერემონია ჩაატარა, რითაც მან ჩინეთის იმპერატორობაზე განაცხადა პრეტენზია.

ცის ტაძარი იმპერატორის სასახლის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობს. ტაძრის ფორმები ჩინური ტრადიციებით აიხსნება: წრე ცის სიმბოლოა, ხოლო კვადრატი დედამიწის ძალების.

ყოველი ზამთრის ბუნიობისას, იმპერატორი აკრძალული ქალაქიდან ოჯახთან ერთად ტაძარში მოდიოდა. დაუშვებელი იყო რიგით ჩინელს ეს პროცესია და შემდგომი ცერემონია დაენახა, როდესაც იმპერატორი მოსავლის ღმერთისადმი ლოცულობდა. ჩინელებს სჯეროდათ, რომ ცერემონიაში დაშვებული პატარა შეცდომაც კი, შემდგომ წელში მთელი ერისთვის დიდ უბედურებას მოასწავებდა.

1998 წელს, იუნესკომ ცის ტაძარი მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა, როგორც „მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ცივილიზაციის არქიტექტურული შედევრი“.

Photographies by:
Philip Larson - CC BY-SA 2.0
Statistics: Position
1253
Statistics: Rank
93932

კომენტარის დამატება

Esta pregunta es para comprobar si usted es un visitante humano y prevenir envíos de spam automatizado.

Security
678253194Click/tap this sequence: 3147

Google street view

Where can you sleep near ცის ტაძარი ?

Booking.com
490.785 visits in total, 9.208 Points of interest, 405 Destinations, 72 visits today.