რომი

Bgabel - CC BY-SA 3.0 Rabax63 - CC BY-SA 4.0 Didier Descouens - CC BY-SA 4.0 Michelangelo - Public domain NikonZ7II - CC BY-SA 4.0 Didier Descouens - CC BY-SA 4.0 Burkhard Mücke - CC BY-SA 4.0 Wknight94 - CC BY-SA 3.0 Livioandronico2013 - CC BY-SA 4.0 Anthony M. from Rome, Italy - CC BY 2.0 Peter1936F - CC BY-SA 4.0 Rabax63 - CC BY-SA 4.0 Didier Descouens - CC BY-SA 4.0 Rabax63 - CC BY-SA 4.0 Livioandronico2013 - CC BY-SA 4.0 Jensens - Public domain Fallaner - CC BY-SA 4.0 Mairie de bor et bar - CC BY-SA 4.0 PsyCat - CC BY-SA 3.0 User GerardM on nl.wikipedia - CC BY-SA 3.0 User GerardM on nl.wikipedia - CC BY-SA 3.0 Livioandronico2013 - CC BY-SA 4.0 Andrés Nieto Porras from Palma de Mallorca, España - CC BY-SA 2.0 Didier Descouens - CC BY-SA 4.0 Wknight94 - CC BY-SA 3.0 Didier Descouens - CC BY-SA 4.0 Didier Descouens - CC BY-SA 4.0 dalbera from Paris, France - CC BY 2.0 PsyCat - CC BY-SA 3.0 Livioandronico2013 - CC BY-SA 4.0 Didier Descouens - CC BY-SA 4.0 No machine-readable author provided. Tessier~commonswiki assumed (based on copyright claims). - CC BY 2.5 Livioandronico2013 - CC BY-SA 4.0 Tyler Bell - CC BY 2.0 User GerardM on nl.wikipedia - CC BY-SA 3.0 Rabax63 - CC BY-SA 4.0 Gabriele anesin - CC BY-SA 3.0 Wknight94 - CC BY-SA 3.0 Didier Descouens - CC BY-SA 4.0 Didier Descouens - CC BY-SA 4.0 Blackcat - CC BY-SA 4.0 Andrés Nieto Porras from Palma de Mallorca, España - CC BY-SA 2.0 Livioandronico2013 - CC BY-SA 4.0 WolfgangM - CC BY 2.0 Blackcat - CC BY-SA 3.0 it Tyler Bell - CC BY 2.0 MumblerJamie - CC BY-SA 2.0 MW - CC0 User GerardM on nl.wikipedia - CC BY-SA 3.0 User GerardM on nl.wikipedia - CC BY-SA 3.0 Didier Descouens - CC BY-SA 4.0 No images

Context of რომი

რომი (იტალ. Roma; ლათ. Rōma) — ქალაქი და სპეციალური კომუნა („Roma Capitale“) იტალიაში. რომი არის იტალიისა და ლაციოს რეგიონის დედაქალაქი. 2,9 მილიონი მცხოვრებით 1 285 კმ²-ზე, იგი, ასევე, არის ქვეყნის უდიდესი და ყველაზე მჭიდროდ დასახლებული კომუნა და სიდიდით მეოთხე ქალაქი ევროკავშირში ქალაქის საზღვრებში არსებული მოსახლეობის მიხედვით. რომის მეტროპოლიაში ცხოვრობს 4,3 მილიონი ადამიანი. ქალაქი მდებარეობს აპენინის ნახევარკუნძულის ცენტრალურ-დასავლეთ ნაწილში, მდინარე ტიბრის ნაპირებზე. ვატიკანი არის დამოუკიდებელი სახელმწიფო რომის საზღვრებში. ეს არის ერთადერთი მაგალითი ქალაქში არსებული სახელმწიფოსი, ამ მიზეზით, რომს ხშირად მოიხსენიებენ, როგორც ორი სახელმწიფოს დედაქალაქს.

რომის ისტორია 2,5 ათასწლეულზე მეტს მოიცავს. რომაული მითოლოგიის თანახმად, ქალაქი დაარსდა ძვ. წ. 753 წელს, თუმცა იგი ბევრად უფრო ადრე იყო დასახლებული, რის გამოც რომი არის ერთ-ერთი უძველესი მუდმივად დასახლებული ქალაქი ევროპაში. ქალაქის თავდაპირველი მოსახლეობა წარ...დაწვრილებით

რომი (იტალ. Roma; ლათ. Rōma) — ქალაქი და სპეციალური კომუნა („Roma Capitale“) იტალიაში. რომი არის იტალიისა და ლაციოს რეგიონის დედაქალაქი. 2,9 მილიონი მცხოვრებით 1 285 კმ²-ზე, იგი, ასევე, არის ქვეყნის უდიდესი და ყველაზე მჭიდროდ დასახლებული კომუნა და სიდიდით მეოთხე ქალაქი ევროკავშირში ქალაქის საზღვრებში არსებული მოსახლეობის მიხედვით. რომის მეტროპოლიაში ცხოვრობს 4,3 მილიონი ადამიანი. ქალაქი მდებარეობს აპენინის ნახევარკუნძულის ცენტრალურ-დასავლეთ ნაწილში, მდინარე ტიბრის ნაპირებზე. ვატიკანი არის დამოუკიდებელი სახელმწიფო რომის საზღვრებში. ეს არის ერთადერთი მაგალითი ქალაქში არსებული სახელმწიფოსი, ამ მიზეზით, რომს ხშირად მოიხსენიებენ, როგორც ორი სახელმწიფოს დედაქალაქს.

რომის ისტორია 2,5 ათასწლეულზე მეტს მოიცავს. რომაული მითოლოგიის თანახმად, ქალაქი დაარსდა ძვ. წ. 753 წელს, თუმცა იგი ბევრად უფრო ადრე იყო დასახლებული, რის გამოც რომი არის ერთ-ერთი უძველესი მუდმივად დასახლებული ქალაქი ევროპაში. ქალაქის თავდაპირველი მოსახლეობა წარმოადგენდა ლათინების, ეტრუსკებისა და საბინების ნაზავს. საბოლოოდ რომი გახდა, თანმიმდევრულად, რომის სამეფოს, რომის რესპუბლიკისა და რომის იმპერიის დედაქალაქი. იგი ითვლება დასავლური ცივილიზაციის ერთ-ერთ აკვნად. რომი მოიხსენიებოდა, როგორც „Roma Aeterna“ (მარადიული ქალაქი) და „Caput Mundi“ (მსოფლიოს დედაქალაქი), ორი ცენტრალური ცნებით ძველ რომაულ კულტურაში.

დასავლეთ რომის იმპერიის დაცემის შემდეგ, რაც შუა საუკუნეების დასაწყისად ითვლება, რომი ნელ-ნელა მოექცა პაპის პოლიტიკური გავლენის ქვეშ, რომელიც ქალაქში I საუკუნეში დასახლდა, სანამ VIII საუკუნეში პაპის ოლქის დედაქალაქად არ იქცა, რაც 1870 წლამდე გაგრძელდა.

რენესანსის პერიოდიდან მოყოლებული, თითქმის ყველა პაპი, დაწყებული ნიკოლოზ V-დან (1422–55 წწ.) ოთხასი წლის განმავლობაში ატარებდა თანმიმდევრულ ქალაქდაგეგმარებით და არქიტექტურულ პროგრამას, რომელიც მიზნად ისახავდა ქალაქის მსოფლიოს მხატვრულ და კულტურულ ცენტრად გადაქცევას. ამის გამო, რომი გახდა უპირველესი იტალიური რენესანსის მთავარ ცენტრებს შორის, ხოლო მოგვიანებით აქვე ჩაისახა ბაროკო. რენესანსისა და ბაროკოს პერიოდების ცნობილმა მხატვრებმა და არქიტექტორებმა რომი თავიანთი მოღვაწეობის ცენტრად აქციეს, რის შედეგადაც მთელ ქალაქში უამრავი შედევრი შეიქმნა. 1871 წელს რომი გახდა იტალიის სამეფოს, ხოლო 1946 წელს იტალიის რესპუბლიკის დედაქალაქი.

რომს გააჩნია გლობალური ქალაქის სტატუსი. 2011 წელს, იგი იყო მე-18 ყველაზე მეტად მონახულებადი ქალაქი მსოფლიოში, მესამე — ევროპის კავშირში და ყველაზე პოპულარული ტურისტული ობიექტი იტალიაში. რომის ისტორიული ცენტრი შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში. ვატიკანის მუზეუმებისა და კოლოსეუმის მსგავსი ძეგლები და მუზეუმები მსოფლიოს ყველაზე მონახულებად ტურისტულ ობიექტთა შორისაა, რომლებიც წელიწადში მილიონობით ვიზიტორს ღებულობენ. რომმა უმასპინძლა 1960 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებს. ქალაქში, ასევე, მდებარეობს გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) შტაბ-ბინა.

Where can you sleep near რომი ?

Booking.com
491.338 visits in total, 9.210 Points of interest, 405 Destinations, 8 visits today.