გრიმზელის უღელტეხილი
გრიმზელის უღელტეხილი (გერმ. Grimselpass) — უღელტეხილი ბერნის ალპებში. მდებარეობს შვეიცარიის ბერნისა და ვალეს კანტონების საზღვარზე. სიმაღლე 2165 მ. აკავშირებს რონის ხეობას მდინარე აარეს ზემო დინების ხეობასთან. სიახლოვეს რონის მყინვარია. აქვე მიედინება მდინარე რონა. კალთებზე, ზღვის დონიდან 1908 მ სიმაღლეზე მდებარეობს ხელოვნური ტბა გრიმზელ-ზეე.
კომენტარის დამატება