კიტო

კიტო (ესპ. Quito) – ეკვადორის დედაქალაქი. ქვეყნის ყველაზე პოპულარული ქალაქი. ქალაქის ცენტრი ზღვის დონიდან 2800 მეტრზე მდებარეობს, შესაბამისად კიტო ყველაზე მაღლა მდებარე დედაქალაქებს შორის მეორეა (ლა-პასის შემდეგ). არის ეკვატორთან ყველაზე ახლოს მდებარე ქალაქი. მდებარეობს სამხრეთი ამერიკის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, მდინარე გაულაბამბას ბასეინის გასწვირ, ვულკან პიჩინჩას აღმოსავლეთ ფერდობზე, აქტიურ სტრატოვულკანურ ანდების მთებში.

2008 წელს ქალაქი მოეწყო, როგორც სამხრეთ ამერიკის ერთა კავშირის მთავარი ოფისი.

კიტოს ისტორიული ცენტრი ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური, ყველაზე ნაკლებად შეცვლილი და საუკეთესოდ დაცული ადგილია ამერიკაში. კიტო და კრაკოვი (პოლონეთი) იყო პირველი ტერიტორიები, რომლებიც იუნესკომ, 1978 წელს, მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობად გამოაცხადა. ქალაქის ცენტრალური მოედანი მდებარეობს ეკვატორიდან 25 კმ-ით სამხრეთით; კიტოს მხოლოდ 1 კმ მონაკვეთი ხვდება 0 გრადუს განედში, სადაც აღმართულია სპეციალური მონუმენტი და მუზეუმი, რასაც ადგილობრივები უწოდებენ la...დაწვრილებით

კიტო (ესპ. Quito) – ეკვადორის დედაქალაქი. ქვეყნის ყველაზე პოპულარული ქალაქი. ქალაქის ცენტრი ზღვის დონიდან 2800 მეტრზე მდებარეობს, შესაბამისად კიტო ყველაზე მაღლა მდებარე დედაქალაქებს შორის მეორეა (ლა-პასის შემდეგ). არის ეკვატორთან ყველაზე ახლოს მდებარე ქალაქი. მდებარეობს სამხრეთი ამერიკის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, მდინარე გაულაბამბას ბასეინის გასწვირ, ვულკან პიჩინჩას აღმოსავლეთ ფერდობზე, აქტიურ სტრატოვულკანურ ანდების მთებში.

2008 წელს ქალაქი მოეწყო, როგორც სამხრეთ ამერიკის ერთა კავშირის მთავარი ოფისი.

კიტოს ისტორიული ცენტრი ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური, ყველაზე ნაკლებად შეცვლილი და საუკეთესოდ დაცული ადგილია ამერიკაში. კიტო და კრაკოვი (პოლონეთი) იყო პირველი ტერიტორიები, რომლებიც იუნესკომ, 1978 წელს, მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობად გამოაცხადა. ქალაქის ცენტრალური მოედანი მდებარეობს ეკვატორიდან 25 კმ-ით სამხრეთით; კიტოს მხოლოდ 1 კმ მონაკვეთი ხვდება 0 გრადუს განედში, სადაც აღმართულია სპეციალური მონუმენტი და მუზეუმი, რასაც ადგილობრივები უწოდებენ la mitad del mundo (მსოფლიოს შუაგული). მის არქიტექტურაში ჰარმონიულადაა შერწყმული ესპანური, ჰოლანდიური და ინდიელების შენობების სტილი.

Photographies by:
Statistics: Position
4735
Statistics: Rank
21441

კომენტარის დამატება

Esta pregunta es para comprobar si usted es un visitante humano y prevenir envíos de spam automatizado.

Security
432789165Click/tap this sequence: 9123

Google street view

Where can you sleep near კიტო ?

Booking.com
491.260 visits in total, 9.210 Points of interest, 405 Destinations, 5 visits today.