Cebiche ( ცევიჩე )

ცევიჩე, ასევე ცებიჩე, სევიჩე ან სებიჩე როგორც წესი, მზადდება ახალი უმი თევზისგან, რომელიც ციტრუსის წვენებითაა შეზავებული. განსაკუთრებით გამოიყენება ლიმონი და ლაიმი. სუნელებიდან მოიცავს აჯის, ცხარე წიწაკას და სეზონურ კულტურებს, როგორიცაა: დაკეპილი ნიორი მარილით და ქინძი.

იმის გამო, რომ კერძს უმად მიირთმევენ და მას არანაირ ტემპერატურამდე არ აცხელებენ, აუცილებელია ცევიჩე ახალმომზადებული მიირთვან, რათა თავიდან აიცილონ საკვებით ინტოქსიკაცია. ცებიჩე უმეტეს შემთხვევაში აპეტაიზერის ფუნქციას ასრულებს. მთავარი კერძის შემთხვევაში მას თან ახლავს გვერდითი კერძები, რომლებიც ავსებს მის არომატს. ასეთი კერძებია ტკბილი კარტოფილი, სალათის ფოთოლი, ავოკადო ან მომზადებული ბანანი.

კერძი პოპულარულია ლათინური ამერიკის დასავლეთ, წყნარი ოკეანის სანაპირო რაიონებში. ცევიჩეს წარმოშობა პერუს უკავშირდება, სადაც მას ეროვნული კერძის სტატუსი აქვს მინიჭებული. ძმარში, ციტრუსებსა და სანელებლებში ნედლი თევზისა და ხორცის მარინაციის ტექნიკა (ესკაბეჩე), სამხრეთ ამერიკის კონტინეტზე ესპანეთიდან ჩამოიტანეს, რომელიც თავის მხრივ ესპანეთის მუსლიმანურ მემკვიდრეობას უკავშირდება. არქეოლოგიური ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ პერუში ჩევიცეს მაგვარი კერძი დაახლოებით 2000 წლის წინაც არსებობდა.

Destinations