Ղափամա ( ღაფამა )

ღაფამა — პოპულარული სომხური კერძი. ღაფამა საკმაოდ რთული კერძია, რომლის მომზადებაშიც ადრე მთელი ოჯახი მონაწილეობდა. ეს არის ძირძველი ტრადიციული სომხური კერძი, რომელზეც ბევრი ლეგენდაა. სომხური ღაფამა არის გოგრა, რომელშიც გულსართად გამოიყენება ბრინჯი, ჩირი, ფსტი, ზოგჯერ კი ნიგვზისა და თაფლის ნარევიც კი აქვს.

უძველესი დროიდან დღემდე ეს კერძი სომხური საზეიმო სუფრების აუცილებელ ატრიბუტს წარმოადგენს. ღაფამა იმდენად უყვარს სომეხ ხალხს, რომ მას სიმღერაც კი მიუძღვნა. სომხურ ოჯახებში ამ კერძს დღესაც კი ხშირად ამზადებენ ახალი წლის, აღდგომის, ქორწილებისა და დაბადების დღეების სადღესასწაულო სუფრებითვის.

სადღესასწაულო სუფრაზე ღაფამას საზეიმოდ დებენ და მღერიან: „ჰეი, ჯან ღაფამა, გემრიელო და არომატულო. ჰეი, ჯან ღაფამა, თაფლის გულსართის მქონე ღაფამავ“. ეს სიმღერა პოპულარობით სარგებლობს ჰარუთ პამბუკიანის შესრულებით სომხეთში.

ღაფამას კერძში გოგრა დედამიწის სიმბოლოა, ბრინჯი მთელ კაცობრიობას განასახიერებს, ჩირი, ნიგოზი და ფსტა კი სხვადასხვა რჯულისა და ეროვნების ადამიანებს გამოსახავს. სწორედ ეს არის ამ კერძის არსი.